ავტორი:

“გამართლებას არ ვეძებ, დღეს ის უკეთესი იყო, მაგრამ მე რემატჩი მინდა“ - მერაბ დვალიშვილის პირველი კომენტარი დამარცხების შემდეგ

“გამართლებას არ ვეძებ, დღეს ის უკეთესი იყო, მაგრამ მე რემატჩი მინდა“ - მერაბ დვალიშვილის პირველი კომენტარი დამარცხების შემდეგ

ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დათმო. UFC 323-ზე გამართული ხუთრაუნდიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვებულად პიოტრ იანი გამოცხადდა.

  • ქართველმა სპორტსმენმა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებას აუცილებლად ეცდება.

"შოუს მოწყობა ვცადე და ბრძოლა წავაგე. ის დღეს უკეთესი იყო. ვულოცავ გამარჯვებას, მაგრამ მე რემატჩი მინდა. მას ბრძოლის უკეთესი სტრატეგია ჰქონდა. ნუტრიციოლოგებს არ ვენდობი და წონას ყოველთვის ჩემით ვიკლებ...

გამართლებას არ ვეძებ, ვცადე განსხვავებულად მებრძოლა. ყველა ბედნიერია - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ და ბევრ რამეს ვსწავლობ... ვეცადე მასთან მეჩხუბა ისე, რომ ყველას მოსწონებოდა - ყველა ბედნიერია და ეს არის მნიშვნელოვანი. მე არ მინდოდა ჭიდაობა და მოსაწყენი ბრძოლა. მე ფეხზე დგომა და მასთან დარტყმების გაცვლა ვამჯობინე - დღეს ის უკეთეს იყო" - თქვა UFC-ის ქართველმა მებრძოლმა.

ამ მარცხით დვალიშვილის ზედიზედ 14-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა. სუპერ მსუბუქ წონას კი იანის სახით ახალი ჩემპიონი ჰყავს. ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება დვალიშვილისა და იანის მესამე რემატჩი.

34 წლის მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 26 შეხვედრის შემდეგ 21 გამარჯვება აქვს.

იხილეთ ასევე: