UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მარცხის შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს და ოჯახს მიმართავს.
როგორც სპორტსმენი აცხადებს, მზად არის ბრძოლისთვის და დღევანდელმა წაგებამ ის უფრო გააძლიერა.
“ვიბრძოლეთ. სამწუხაროდ ჩემმა მოწინააღმდეგემ გაიმარჯვა, მაგრამ რას ვიზამთ, სპორტია. დღეს არ წავიდა ჩემი ბრძოლა... გავრისკე და ვინც არ რისკავ ნაბეღლავს არ სვამსო...
მიზეზები ძებნად არ დავიწყებ, მაგრამ დავბრუნდები უფრო ძლიერი და ყოველთვის როცა წამიგია, უფრო ძლიერი დავბრუნებულვარ, ასეც იქნება მომავალში. ყოველთვის ჩავდებ ჩემს მაქსიმუმს და შრომა არც აქამდე დამიკლია და არც მომავალში დავაკლებ.
მადლობა ყველა ქართველ გულშემატკივარს, მიყვარხართ და თქვენი გულისთვის დავიხარჯები ბოლომდე. იმედია ჩემთან ერთად ხართ, იმედია ერთად ვართ ბროლაში. მიყვარხართ, თქვენი გულისთვის მზად ვარ სიკვდილისთვის.
მადლობა ჩემს ოჯახს. ყველაფერი კარგადაა დედი, მიყვარხარ, შენ გენაცვალე... მაგრად ვარ და მოტივირებული ვარ როგორც არასდროს. მოტივირებული ვარ, პატარა ნაკაწრები მაქვს სახეზე, მაგრამ ყველაფერი რიგზეა.
გაუმარჯოს საქართველოს,“ - აღნიშნავს დვალიშვილი.
ამ მარცხით დვალიშვილის ზედიზედ 14-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა. სუპერ მსუბუქ წონას კი იანის სახით ახალი ჩემპიონი ჰყავს. ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება დვალიშვილისა და იანის მესამე რემატჩი.
34 წლის მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 26 შეხვედრის შემდეგ 21 გამარჯვება აქვს.
იხილეთ ასევე: