ავტორი:

ტრაგედია ინდოეთში - ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა: დაღუპულებს შორის არიან ტურისტებიც

ტრაგედია ინდოეთში - ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა: დაღუპულებს შორის არიან ტურისტებიც

ინდოეთის გოას რეგიონში, პოპულარულ ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა, -ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაღუპულთა უმეტესობა, სავარაუდოდ, კლუბის თანამშრომლები არიან. დაღუპულთა შორის არიან ტურისტებიც. დაშავებულია ექვსი ადამიანი.

პოლიცია ვარაუდობს, რომ კლუბის სამზარეულოში გაზის ბალონი აფეთქდა, რამაც კლუბში ხანძარი გამოიწვია.

მომხდარს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს „ღრმა მწუხარების“ გამომწვევი ფაქტია.