მეყველე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე “ფეისბუქზე“ განმარტავს, თუ რატომ არ უჭერს მხარს ქუჩის პროტესტს და ამასთანავე, 2016 წლის შემდეგ არც “ქართულ ოცნებას“ აძლევს ხმას.
“დღეს დავწერ რატომ არ ვუჭერ მხარს ქუჩის პროტესტს და ასევე, რატომ არ ვაძლევ ხმას “ქართულ ოცნებას“ არცერთ არჩევნებზე 2016 წლიდან.
2016 წელს “ქართულმა ოცნებამ“ დაასრულა ტანგო მედასავლეთედ აღიარებულ პარტიებთან და მეც დავემშვიდობე... თუმცა ბოლომდე მჯეროდა, რომ ევროპულ ფასეულობებზე უარს არ იტყოდა - კანონის უზენაესობა, განათლების და ჯანდაცვის ევროპული ღირებულებები , ღირსეული პენსიის თემა, სოც პროგრამები და თავისუფალი სასამართლო. მედიაც ცხადია...
ეს ყველაფერი ახლა კითხვის ნიშნებს აჩენს და ცხადია, მე ვერ ვიქნები მათი ამომრჩეველი. მუდმივად ხმას მივცემ მცირე პარტიებს... სამთავრობო პარტიების მხარდაჭერა ისედაც არ მსურს არასდროს...
რატომ არ ვუჭერ მხარს ქუჩის ოპოზიციას...
არცერთი ჯანმრთელი და სასიცოცხლოდ აუცილებელი, არც მოწოდება და არც პროგრამა მე არ მომისმენია.15 წელია ვერ და არ მოხერხდა ერთ პლატფორმაზე შეთანხმება. ყველა ტორტის დიდი ნაჭრის დათრევაზე “ჩალიჩობს“ და უპერსპექტივო - მერე გამოჩნდება წრეზე ტრიალი.
მერე არაფერი გამოჩნდება...
ეს კბილი ბევრჯერ მოვიცვალეთ...
აბა გამოიცანით ვინ აწაკწაკებს კბილებს ამ მოზრდილ ნაჭერზე..? დიახ, “ნაციონალური მოძრაობა“ და არ გინდათ ჟღალი ბაზარი რა “დოშშშ ნაჩიონალური მოჯრაობაა“, ენის მოჩლექა...
და ბარემ ისიც მითხარით ვინ უწყობს ხელს ნაცმოძრაობის მუდმივად მთავარ ოპოძალად პოზიციონირებას- დიახ “ქართული ოცნება“... მეტიც, როგორც კი მინელდება ოპო - მუხტი, ყველაფერი კეთდება მის “შესაცოცხლებლად“.
რატომ? - კარგად მიდის თევზი ამღვრეულ წყალში. ეს ბოლო ბიბისური მუხტიც გაჰყვება თუთიყუშის ბუმბულის და რა გვრჩება ხელთ? უკიდურესად დაზარალებული ქვეყნის რეპუტაცია და ნაც-ქოცური შემოტევები და ძალადობა საკუთარ ხალხზე...
ამდენი ბოღმა, ამდენი უარყოფითი ენერგია, რაც ამ ესკალაციურ პარტიებშია, ცხრაჯერ დაანგრევს ნებისმიერ საარსებო სივრცეს, სადაც ჩემნაირი ადამიანისთვის ადგილი არ რჩება... რა “იზგოიც“ ვიყავი იმად დავრჩები ბოლომდე...
დანარჩენს კომენტარებში გავაგრძელებ დანამით პოლიტიკაზე ბოდიალს მივრჩები ისევ კაი ხნით.
სიყვარულით, მეყველე ანა,“ - წერს ჩიკვაიძე.