სიურპრიზი კოსმოსიდან - ასტეროიდზე, რომელიც დედამიწისკენ მოემართება, სიცოცხლისთვის საჭირო მასალა აღმოჩნდა

სიურპრიზი კოსმოსიდან - ასტეროიდზე, რომელიც დედამიწისკენ მოემართება, სიცოცხლისთვის საჭირო მასალა აღმოჩნდა

ახალი კვლევის თანახმად, დედამიწისკენ მოძრავ ასტეროიდზე სიცოცხლისთვის აუცილებელი ნაერთები აღმოაჩინეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს სამყაროში, შესაძლოა, სხვა პლანეტებზეც იყოს სიცოცხლე.

“74 ტონიანი და 487 მეტრის სიგანის ასტეროიდი, სახელად ბენუ, პირველად 1999 წელს აღმოაჩინეს. მისი ნიმუშები ღია კოსმოსში 2020 წელს აიღეს და კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის შეიცავს ხუთნახშირბადიან შაქარ რიბოზას და ექვსნახშირბადიან გლუკოზას, რომლებიც დნმ-ის და რნმ-ის ძირითად საშენ ბლოკებს წარმოადგენს“,- ნათქვამია Nature Geosciences-სა და Nature Astronomy-ში გამოქვეყნებულ ორ კვლევაში.

რიბოზას აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს მოლეკულა რნმ-ისთვისაა საჭირო, რაც სიცოცხლის წარმოშობის გადამწყვეტი ფაქტორია.

"დნმ-ის და რნმ-ის ასაგებად გამოყენებული ხუთივე ნუკლეობაზა, ფოსფატებთან ერთად, უკვე აღმოჩენილია ბენუს ნიმუშებში. რიბოზის ახალი აღმოჩენა ნიშნავს, რომ ბენუში რნმ-ის მოლეკულის ფორმირებისთვის საჭირო ყველა კომპონენტია",- განაცხადა ტოჰოკუს უნივერსიტეტის დოქტორმა იოშიჰირო ფურუკავამ.

ნასას კვლევითი ცენტრის თანახმად, ბენუს ნიმუშებში ასევე აღმოაჩინეს რეზინის მსგავსი მასალა, რომელიც აქამდე კოსმოსურ ქანებში არ უნახავთ. კოსმოსური სააგენტოს ცნობით, შესაძლოა, ეს ნივთიერება, რომელიც მდიდარია ჟანგბადით და აზოტით, ყოფილიყო ის, რაც სხვა მოლეკულებს ერთმანეთთან აკავშირებს, რათა შერწყმულიყვნენ და სიცოცხლე წარმოეშვათ.

მიუხედავად იმისა, რომ ბიო-ესენციური მასალები თავად სიცოცხლის მტკიცებულება არ არის, ეს იმის მაჩვენებელია, რომ "სიცოცხლის საშენი ბლოკები" ჩვენს სამყაროში უფრო გავრცელებულია, ვიდრე აქამდე ეგონათ.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

იხილეთ ასევე: