როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში გამარტივებული გზით სამუშაო ვიზას ვეღარ მიიღებენ. ქვეყანაში აქამდე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველო იყო იმ 5 ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებსაც მხოლოდ სპეციალური დეკლარაციის შევსებით შეეძლოთ სამსახურის დაწყება.
ამიერიდან კი, პოლონეთში სამუშაო ნებართვის მისაღებად ქართველებს სტანდარტული პროცედურების გავლა მოუწევთ.
"აქამდე გამარტივებული წესით ანუ მხოლოდ დეკლარაციის შევსებით დასაქმება 2 სამუშაო კვირას მოითხოვდა. ახალი რეგულაციით სრულყოფილი სამუშაო ნებართვა გახდა საჭირო და ეს პროცედურები დაახლოებით 3-4 თვემდე იწელება... განაგრძეთ კითხვა