ავტორი:

ფოთში, კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა - დაიღუპა 60 წლამდე მამაკაცი

ფოთში, კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა - დაიღუპა 60 წლამდე მამაკაცი

ფოთში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

ცეცხლი რუხაძის ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გვიან ღამით გაჩნდა.

მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიცია.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.