სერია A-ს მეთოთხმეტე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა კლუბმა "ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე "იუვენტუსი“ 2:1 დაამარცხა. მოგეხსენებათ, იმ ტრიუმფის, რომლის მინაწილე ქართველიც იყო, თავკაცი იმჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი გახლდათ.
მას შემდეგ, რაც მან ნეპოლური კლუბი დატოვა, სპალეტი პირველად ჩავიდა ნეაპოლში სხვა გუნდის თავკაცის რანგში, ის ამჟამად "იუვნეტუსს" წვრთნის.
DAZN-ის ცნობით, "იუვენტუსის“ ავტობუსს ქვები დაუშინეს, სტადიონზე კი ლუჩანოს უსტვინეს და აგინეს. პირველ ტაიმში მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და ჰოილუნის გოლით დაწინაურდნენ, შესვენების შემდეგ სტუმრებმა, რომლებმაც თამაში გამოასწორეს, ანგარიში გაათანაბრეს. თუმცა, შემდეგ ჰოილუნმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა. გააგრძელეთ კითხვა