ავტორი:

"ლელოს“ მხრიდან ტერორისტულ დანაშაულში მხილებული პირის „თანამებრძოლად“ გამოცხადება, ქმნის მძიმე სამართლებრივ და ეთიკურ პრობლემას" - შალვა პაპუაშვილი

"ლელოს“ მხრიდან ტერორისტულ დანაშაულში მხილებული პირის „თანამებრძოლად“ გამოცხადება, ქმნის მძიმე სამართლებრივ და ეთიკურ პრობლემას" - შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკური პარტიის მხრიდან პირის "თანამებრძოლად“ გამოცხადება, რომელიც ტერორისტულ დანაშაულშია მხილებული, ქმნის მძიმე სამართლებრივ და ეთიკურ პრობლემას - როდესაც საუბარია იმ პოლიტიკურ ოჯახზე, რომლის ლიდერებს შორის არიან ევროკომისრები კაია კალასი და მარტა კოსი, ეს საკითხი სცდება შიდა ქართულ კონტექსტს და გადადის ევროპული პოლიტიკური პასუხისმგებლობის დონეზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით "ლელო- ძლიერი საქართველოს“ პოზიციის შეფასებისას განაცხადა.

  • პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ "ლელო- ძლიერი საქართველოს მხრიდან“ ეს უკვე აღარ არის მხოლოდ მორალური არჩევანი, არამედ წარმოადგენს ტერორიზმის მიმართ არასათანადო დისტანცირებას, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლებს.

"უკვე ათი დღეა, რაც "ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტული აქტის ჩადენის ფაქტზეა დაკავებული. მან თავად აღიარა დანაშაული და დაადასტურა მისი პოლიტიკური მოტივი. ასეთ ვითარებაში ტერორისტისგან გამიჯვნა არც მოწოდებას უნდა საჭიროებდეს და არც დამატებით ახსნას.

ტერორიზმი, როგორც საერთაშორისო განზომილების მქონე უმძიმესი დანაშაული, არ ექვემდებარება პოლიტიკურ ინტერპრეტაციებს, პარტიულ სოლიდარობას ან იდეოლოგიურ გამართლებას.

ამ ფონზე, პოლიტიკური პარტიის მხრიდან პირის "თანამებრძოლად“ გამოცხადება, რომელიც ტერორისტულ დანაშაულშია მხილებული, ქმნის მძიმე სამართლებრივ და ეთიკურ პრობლემას. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ მორალური არჩევანი - ეს წარმოადგენს ტერორიზმის მიმართ არასათანადო დისტანცირებას, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლებს.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ "ლელო“ არის "ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის“ (ALDE) წევრი. ევროპულ პოლიტიკური სივრცეში კი ტერორიზმის გამართლება, ირიბი მხარდაჭერა ან მისგან არასაკმარისი დისტანცირება შეუთავსებელია დემოკრატიული პარტიის სტატუსთან.

ამ კონტექსტში, პასუხისმგებლობა აღარ ეკისრება მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიას. პასუხისმგებლობა ავტომატურად ვრცელდება იმ საერთაშორისო პოლიტიკურ გაერთიანებაზეც, რომლის წევრიც ეს პარტიაა. შესაბამისად, ALDE-ს პოზიცია ამ საკითხზე არა პარტიული სიმპათიის, არამედ ევროპული სამართლებრივი და პოლიტიკური სტანდარტების ტესტია. ამასთან, მაშინ, როდესაც საუბარია იმ პოლიტიკურ ოჯახზე, რომლის ლიდერებს შორის არიან ევროკომისრები კაია კალასი და მარტა კოსი, ეს საკითხი სცდება შიდა ქართულ კონტექსტს და გადადის ევროპული პოლიტიკური პასუხისმგებლობის დონეზე.

ევროკავშირის დირექტივა EU 2017/541 ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კრძალავს ტერორიზმის გამართლებას, ტერორიზმის იდეოლოგიურ მხარდაჭერას და ტერორისტული ქმედებისადმი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მინიჭებას. ამავე დირექტივის მიხედვით, ტერორიზმის წახალისება ან მისი ჩამდენი პირის მიმართ პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვა ქმნის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს.

დასკვნა მარტივია: ტერორიზმის მიმართ არ არსებობს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. ტერორიზმის წამხალისებელი ან მის მიმართ ბუნდოვანი პოზიციის მქონე პარტიები კი თავად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ თუ ალეკო ელისაშვილს, რომელიც საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, არ გარიცხავენ, ორშაბათიდან "მოქალაქეები“, "ძლიერი საქართველო“ და "ალდე“ "ოფიციალურად გახდებიან ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები“.