გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გორში მომხდარი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
უწყების განმარტებით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 10 მარტს, გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა მასთან ერთად მცხოვრებ ბაბუას სიცოცხლისათვის სახიფათო, მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რომელიც მიღებული სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
"სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ე“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.