მორიგი ინციდენტი ლუვრში - წყლის გაჟონვის შედეგად მუზეუმში ასობით წიგნი დაზიანდა: რას წერს მედია

მორიგი ინციდენტი ლუვრში - წყლის გაჟონვის შედეგად მუზეუმში ასობით წიგნი დაზიანდა: რას წერს მედია

ხმაურიანი ქურდობის შემთხვევიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ლუვრი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა - როგორც ცნობილი ხდება, გაჟონილმა წყალმა მუზეუმში ასობით ნივთი დააზიანა.

ლუვრის ადმინისტრაციის მოადგილის, ფრენსის სტეინბოკის განცხადებით, გაჟონვის შედეგად დაახლოებით 300–400 ერთეული ნივთი, ძირითადად წიგნები დაზიანდა, თუმცა ზარალის აღწერა ჯერ კიდევ გრძელდება.

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გაჟონვის მიზეზი გათბობასა და ვენტილაციას უზრუნველყოფს შეცდომით გახსნილი სარქველი იყო, თავად სისტემა რამდენიმე თვე არ ფუნქციონირებდა, უახლოეს ხანში კი მის გამოცვლა იგეგმებოდა.

  • წყლის გაჟონვა ეგვიპტოლოგიის განყოფილებაში მოხდა და ძირითადად XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში გამოცემული ის წიგნები და სამეცნიერო დოკუმენტაცია დაზიანდა ,რომელსაც ეგვიპტოლოგები იყენებდნენ.

“არც ერთი ძვირფასი, კულტურული მემკვიდრეობის საგანი არ დაზიანებულა. წიგნებს გააშრობენ, აღადგენენ, ხელახლა აკინძავენ და თაროებზე დააბრუნებენ“ განუცხადა ჟურნალისტებს ფრენსის სტეინბოკმა.

წყარო