ავტორი:

ჩინეთის ზოოპარკში, განრისხებული დათვი მომვლელს დამთვალიერებლების წინ დაესხა თავს - კამერებმა შემთხვევა დააფიქსირეს

ჩინეთის ზოოპარკში, განრისხებული დათვი მომვლელს დამთვალიერებლების წინ დაესხა თავს - კამერებმა შემთხვევა დააფიქსირეს

სოციალურ მედიაში გავრცელებული დრამატული კადრები ასახავს მომენტს, როდესაც ზოოპარკის ვოლიერში მყოფი შავი დათვი უეცრად მომვლელს დაესხა თავს და ძირს დაანარცხა.

ეს ყველაფერი ვიზიტორების თვალწინ მოხდა.

შემთხვევა ჩინეთში, ჰანგჯოუს საფარი-პარკში მოხდა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, შავი დათვი სახელად - “ერი“, მშვიდი ბუნებით გამოირჩევა და სხვადასხვა შოუში იღებს მონაწილეობას. ცხოველი მაშინ გახელდა, როდესაც მისი “საყვარელი ტკბილეულის“ სუნი ეცა, რომელიც მომვლელს მიჰქონდა ჩანთით.

ის მამაკაცს ეძგერა, ძირს დაანარცხა და კბილების ჩავლება სცადა, თუმცა მეორე მომვლელმა მოახერხა და გახელებულ ცხოველს პირში ლითონის მილი ჩასჩარა. დაზარალებულს სხვა ზოოპარკის თანამშრომლებიც მიეშველნენ, ცხოველი მამაკაცს მოაშორეს და უკვე დამშვიდებული დათვი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

წყარო