„ქოცებმა“ გამოძიებაც იმიტომ დაიწყეს, რომ ჰააგას აჩვენონ, რომ მისი გამოძიება საჭირო არაა, რადგან ადგილზე ეფექტიანი გამოძიება ჩატარდა - თუ დასჭირდათ, ვიღაცებს საკუთარი რიგებიდან დაიჭერენ, ოღონდ ისე, რომ მძიმე ქიმიური აგენტების გამოყენება არ აღიარონ,“ - ამის შესახებ ნათქვამია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში მის გვერდზე გავრცელდა.
„რასაც საკნიდან ვაკვირდები, „ქოცები” შარში არიან. ეს რასაც ვხედავ, და რასაც ვერ ვხედავ - კიდევ უარესში. ჰააგა უკვე ჩართულია, დიდი ალბათობით. უბრალოდ ეგენი ზე კონფიდენციალურები არიან და დაკითხულსაც არ აქვს რამის თქმის უფლება. კომუნიკაციის სტადია გავლილი ექნებათ და აგერ ვნახავთ, fact finding სტადიაზე თუ არ იყვნენ გადასული.
„ქოცებმა“ ცხადია იციან (იმ მარტივი მიზეზით, რომ დაკითხული ეყოლებათ) მაგრამ ვერ ამხელენ და ფართხალებენ უაზროდ. გამოძიებაც იმიტომ დაიწყეს, რომ აჩვენონ ჰააგას რომ მისი გამოძიება საჭირო არაა, რადგან ადგილზე ეფექტიანი გამოძიება ჩატარდა. თუ დასჭირდათ, ვიღაცებს საკუთარი რიგებიდან დაიჭერენ, ოღონდ ისე, რომ მძიმე ქიმიური აგენტების გამოყენება არ აღიარონ და თანამდებობრივ გულგრილობაზე ან მსგავს სისულელეზე გავიდნენ (როგორც გახარიასთან შვრებიან ახლა 20 ივნისის საქმეზე). ოღონდ ჰააგას „დიფ-სთეითს“ ვერ ეტყვიან. მოკლედ ეცდებიან მეისრეებით შემოიფარგლონ. საკმარისი არ იქნება - ავლენ ლაგაზაურ - „ხარებას“ დონეზე. ესეც თუ არა - გომელაურის. ჰააგის შიში ძალიან ოხერია.
მდინარაძის ბრიფინგი სასაცილო უკლასობა - დარჩა შევარდნაძის დროინდელ გამომძიებლად. „ჩადებას“ ვერ გაცდა, „ტროტილი“ ჩაუდო მთავარ მოწმეს. „გაპრავება" იყო სრულიად უსუსური, „ქოციც“ რომ არ დაიჯერებს, ისეთი. დააკვირდით, უარიც ვერ თქვეს: სულ რომ სიმართლე იყოს, რომ 4-5 დეკემბერს აკრძალული ქიმია არ გამოიყენეს, 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე ვერაფერი თქვეს. როდის ხდება ეს? როცა იცი, რომ ამის მტკიცებულებას ვერ დამალავ. ანუ უკვე მოპოვებულია მაღალი ალბათობით. სავარაუდოდ არაოფიციალური არხით იციან, რომ ეს მტკიცებულება მოპოვებული აქვს ან BBC-ს, ან თავად სასამართლოს, რაც პრინციპში ერთი და იგივეა: დროის საკითხია როდის მიიღებს ოფიციალურად დადასტურებული მტკიცებულებების სახეს.
შემდეგი ნაბიჯი ჰააგის სასამართლოს „დიფ-სთეითად“ გამოცხადება და რომის სტატუტიდან გასვლა რომ იყოს, ისიც არ გამიკვირდება. ოღონდ საქართველოდან დანიშნულ ჰააგის მოსამართლეს რას ეტყვიან ნეტა? იუსტიციის მინისტრის მოადგილე [თეა წულუკიანის] ლორთქიფანიძეს? არაა გამორიცხული მაგაზეც თქვან, ჩვენთან „დიფ-სთეითის“ ჩანერგილი იყო და სასამართლოშიც „დიფ-სთეითის“ ზარის მერე წარვადგინეთო.
მოკლედ უმძიმეს შარში არიან „ქოცები“. ჯერ არნახულში მიიყვანა კობახიძის სიგიჟემ ივანიშვილი არც მეტი, არც ნაკლები, ჰააგამდე. მთლად ამხელა გზას თუ გაუყენებდა ბელადს, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი”,- წერს ნიკა გვარამია.