ავტორი:

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები.

უწყვეტი აქციის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.