ავტორი:

ექნებათ თუ არა აბიტურიენტებს სხვადასხვა ფაკულტეტის არჩევაზე შეზღუდვა - განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ექნებათ თუ არა აბიტურიენტებს სხვადასხვა ფაკულტეტის არჩევაზე შეზღუდვა - განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მომავალი წლიდან აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას ერთზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას ვერ აირჩევენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

„აბიტურიენტებს არ შეეზღუდებათ არჩევანის თავისუფლება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ჩამონათვალში მიუთითონ სახელმწიფო, თუ კერძო უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამები“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.