აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის, მის წინამორბედ ჯო ბაიდენისგან განსხვავებით, უკრაინას ფინანსურ დახმარებას არ უწევს.
მისი თქმით, არსებობს ერთი პრობლემა და ეს არის ის, რომ ომში ბევრი ადამიანი იღუპება.
"ბევრი ადამიანი იღუპება და მე მინდა, რომ ეს შეწყდეს. გასულ თვეში უკრაინაში 27 000 ჯარისკაცი დაიღუპა - ძირითადად უკრაინელი და რუსი ჯარისკაცები“, - აღნიშნა ტრამპმა.
"ვფიქრობ, მათ შეეძლოთ სხვებისთვის გადაცემა, მაგრამ ისინი ძირითადად უკრაინას გადასცემენ. ისინი უკრაინასთან იარაღის, რაკეტების და ა.შ. გავრცელების პირობებზე მუშაობენ. მაგრამ ჩვენ ფულს არ ვხარჯავთ, ჩვენ ვხარჯავთ დროს ჰუმანიტარული მიზნებისთვის“, - აღნიშნა ტრამპმა.