ავტორი:

ახალმა, რევოლუციური მკურნალობის მეთოდმა პაციენტებში სისხლის კიბო განკურნა - რას გულისხმობს "ფუძის რედაქტირება" და როგორ მუშაობს ის

ახალმა, რევოლუციური მკურნალობის მეთოდმა პაციენტებში სისხლის კიბო განკურნა - რას გულისხმობს "ფუძის რედაქტირება" და როგორ მუშაობს ის

ახალმა, რევოლუციური მკურნალობის მეთოდმა პაციენტებში სისხლის კიბო განკურნა - რას გულისხმობს "ფუძის რედაქტირება" და როგორ მუშაობს ის

ექიმები იუწყებიან, რომ თერაპიამ, რომელიც ოდესღაც სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილად ითვლებოდა, ზოგიერთ პაციენტში აგრესიული და განუკურნებელი სისხლის კიბო შეაჩერა.

მკურნალობა გულისხმობს სისხლის თეთრი უჯრედების დნმ-ის ზუსტ რედაქტირებას, რათა ისინი კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად „ცოცხალ პრეპარატად“ გარდაიქმნას. პირველი გოგონა, რომელმაც მკურნალობა გაიარა ახლა სამედიცინოზე სწავლობს და ონკოლოგობა სურს.

პირველი განკურნებული პაციენტი - ალისა

როგორც BBC წერს, დღემდე, მკურნალობა 8 ბავშვმა და 2-მა ზრდასრულმა გაიარა - მათ მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია ჰქონდათ. ექიმების თითქმის ორმა მესამედმა (64%) რემისიას მიაღწია.

“ნამდვილად მეგონა, რომ მოვკვდებოდი...“ - ამბობს 16 წლის ალისა ტაპლი, რომელიც განკურნებულებს შორისაა.

ალისა გრეიტ ორმონდ სტრიტის საავადმყოფოში მკურნალობდა. ახლა მას მხოლოდ ყოველწლიური შემოწმებები სჭირდება.

  • რას გულისხმობს ახალი, რევოლუციური მკურნალობის მეთოდი?

ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის (UCL) და გრეით ორმონდ სტრიტის საავადმყოფოს გუნდმა გამოიყენა ტექნოლოგია, რომელსაც ფუძის რედაქტირება ეწოდება.

ფუძის ოთხი ტიპი - ადენინი (A), ციტოზინი (C), გუანინი (G) და თიმინი (T) - ჩვენი გენეტიკური კოდის საშენი მასალაა. ფუძის რედაქტირება მეცნიერებს საშუალებას აძლევს, შეცვალონ მხოლოდ ერთი ფუძის მოლეკულური სტრუქტურა, გადააკეთონ იგი და “გადაწერონ მოქმედების ინსტრუქციები“.

სწორედ ამიტომ, ლეიკემიის განსაკურნებლად, მათ დონორისგან ჯანსაღი უჯრედები აიღეს და მათი მოდიფიცირება დაიწყეს. როგორც უკვე დავწერეთ, მცდელობა შედეგიანი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი ინფექციაა, როდესაც იმუნური სისტემა დასუსტებულია.

წყარო

იხილეთ ასევე: