ავტორი:

საახალწლო სუფრის მომზადება 2026 წელს - სამზარეულოს ტექნიკა, რომელიც ამ სამზადისს გაგიმარტივებთ

საახალწლო სუფრის მომზადება 2026 წელს - სამზარეულოს ტექნიკა, რომელიც ამ სამზადისს გაგიმარტივებთ

ახალი წელი ახლოვდება და ყველა ოჯახში უკვე იწყება ის ტრადიციული ფუსფუსი, რომელიც ქართულ ოჯახებს ახასიათებს. საახალწლო სუფრის გაშლა ჩვენთვის არა მხოლოდ დღესასწაულია, არამედ ოჯახური ტრადიციების გაგრძელებაც. საცივი, გოზინაყი, სალათები და უამრავი სხვა კერძი, რომელთა მომზადებაც ხშირად რამდენიმე დღეს მოითხოვს. მაგრამ შეგვიძლია ეს პროცესი ბევრად მარტივი და სასიამოვნო გავხადოთ.

დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ, როგორ შეუძლია თანამედროვე სამზარეულოს ტექნიკას მნიშვნელოვნად შეგვიმსუბუქოს საახალწლო სამზადისი და დავზოგოთ ძვირფასი დრო, რომელსაც საყვარელ ადამიანებთან ერთად გავატარებთ.

რატომ არის საახალწლო სამზადისი ასეთი დამღლელი

ქართულ ოჯახებში საახალწლო სამზადისი, როგორც წესი, დეკემბრის შუა რიცხვებიდან იწყება. ამ დროს დედები და ბებიები წინასწარ ყიდულობენ საუკეთესო პროდუქტებს, გეგმავენ რა კერძები უნდა მოამზადონ და როგორ მოასწრონ ყველაფერი დროულად, რათა საახალწლო სუფრა იდეალური იყოს. თუმცა ეს მზადების პროცესი ხშირად ძალიან შრომატევადი და დამღლელია.

საქმე იმაშია, რომ ქართული საახალწლო სუფრა უამრავ კერძს მოიცავს: საცივი, ხაჭაპურები, გოზინაყი, სალათები, ნამცხვრები… ამას ემატება ჯერ კიდევ ყოველდღიური რუტინა, საქმე და ოჯახზე ზრუნვა. არაა გასაკვირი, რომ ბევრი ქალი ახალ წელს დაღლილი და დაქანცული ხვდება.

თუმცა თანამედროვე ცხოვრებამ ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გაამარტივა. დღეს ბაზარზე უამრავი სამზარეულოს მოწყობილობაა, რომლებიც თითქმის ყველა პროცესს გვიმსუბუქებს, საათობით დროს გვიზოგავს და, რაც მთავარია, საშუალებას გვაძლევს კერძები სწრაფად და ხარისხიანად მოვამზადოთ.

Top 5 სამზარეულოს ტექნიკა, რომლებიც გვჭირდება საახალწლო სამზადისისთვის

1. აეროგრილი

აეროგრილი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამზარეულოს მოწყობილობაა. ეს მრავალფუნქციური ხელსაწყო საშუალებას გაძლევთ მოამზადოთ კერძი ზეთის მინიმალური გამოყენებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ჯანსაღ კვებას ანიჭებს უპირატესობას.

როგორ შეგვიმსუბუქებს აეროგრილი საახალწლო სამზადისს:

ქათმის ან ინდაურის შეწვა - ბევრად სწრაფად და ხარისხიანად ამზადებს, ხორცი გარედან ხრაშუნაა, შიგნიდან კი წვნიანი.

ხაჭაპურისა და ტკბილეულის გამოცხობა - შესაძლებელია ტრადიციული ღუმელის გარეშეც

რამდენიმე კერძის ერთდროულად მომზადება - ორ უჯრიანი აეროგრილი ამ მხრივ იდეალურია.

უკვე მომზადებული კერძების გაცხელება - უნარჩუნებს გემოსა და ტექსტურას, მეტიც ზოგჯერ უფრო გემრიელი და არომატული გამოდის.

Kontakt.ge -ზე წარმოდგენილია წამყვანი ბრენდების (Ninja, Midea, Franko) აეროგრილები ხელმისაწვდომ ფასად და საუკეთესო პირობებით: უპროცენტო განვადება, ადგილზე მიტანის სერვისი, გარანტია და ა.შ.

2. მაცივარი

საახალწლო სამზადისისას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა პროდუქტებისა და უკვე მომზადებული კერძების შენახვაა. ხშირ შემთხვევაში, მაცივარი უბრალოდ აღარ გვყოფნის, გარდა სივრცის ნაკლებობისა, პრობლემა არის ისიც, რომ კერძებს სჭირდება სწორ ტემპერატურაზე შენახვა, რათა დიდხანს შეინარჩუნონ გემო და სიჯანსაღე. სწორედ ამაში გვეხმარება თანამედროვე მაცივრები.

როგორ შევარჩიოთ მაცივარი სწორად? - რჩევები კონტაქტისაგან

მოცულობა და შიდა სივრცე: საშუალო ზომის ორკამერიანი მაცივრები, რომლებიც 1,7-2 მეტრს აღწევენ სიმაღლეში, იდეალურია 4-5 კაციანი ოჯახისთვის. დიდი ოჯახებისთვის კი Side-by-Side ან French Door მოდელები უკეთესი არჩევანია, რომლებსაც გაცილებით მეტი სათავსო აქვთ.

No Frost სისტემა: ასეთ მაცივრებში არ წარმოიქმნება ყინული და მათი მოვლა ძალიან მარტივია.

Multi Air Flow: ეს ტექნოლოგია გვთავაზობს ცივი ჰაერის თანაბარ განაწილებას მაცივრის ყველა კუთხეში, რაც ნიშნავს, რომ პროდუქტები და კერძები ბევრად უკეთ ინახება.

ენერგოეფექტურობა: საახალწლო პერიოდში, როდესაც მაცივარი თითქმის მუდმივად სავსეა, მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს ენერგოეფექტური (A+ ან A++ კლასი).

Kontakt.ge-ს მაცივრების კატეგორიაში წარმოდგენილია Bosch, Samsung, Midea და სხვა წამყვანი ბრენდების თანამედროვე მოდელები, რომლებიც იდეალურად გაუმკლავდებიან თქვენს საჭიროებებს.

3. წვენსაწური

საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია სასმელების გარეშე, თუმცა თუ არ გინდათ რომ თქვენმა შვილებმა არაჯანსაღი, გაზიანი სასმელები, ან მაღაზიაში ნაყიდი წვენები მიიღონ, რომლებსაც უამრავი შაქარი აქვთ, მაშინ წვენსაწური იდეალური გამოსავალია.

Kontakt.ge-ზე შეგიძლიათ ნახოთ მაღალი ხარისხის წვენსაწურები, რომლებიც 1000W სიმძლავრით მუშაობენ.

4. მიკროტალღური ღუმელი

საახალწლო დღეებში ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა უკვე მომზადებული კერძების სწორად და დროულად გაცხელებაა. სტუმრები ხშირად სხვადასხვა დროს მოდიან, ზოგი ადრე, ზოგი კი უფრო გვიან, სუფრაზე კერძები კი გვინდა ყოველთვის თბილი და გემრიელი იყოს.

მიკროტალღური ღუმელის თანამედროვე მოდელები საკვებს თანაბრად ათბობს, რის შედეგადაც გემო და ტექსტურა მაქსიმალურად ინარჩუნებს პირვანდელ სახეს, არც ძალიან აშრობს და არც წვავს, კერძი სრულყოფილი და არომატული გამოდის. გარდა გაცხელებისა, ბევრი მიკროტალღური ღუმელი დამატებით ფუნქციებსაც გვთავაზობს, მათ შორის გრილს, ანუ შეგიძლიათ არა მხოლოდ გააცხელოთ, არამედ მარტივად მოამზადოთ კიდეც სხვადასხვა კერძი.

მიკროტალღურის გამოყენებით ძირითადი ღუმელი თავისუფლდება სხვა კერძებისთვის, რაც საახალწლო სამზადისს ბევრად უფრო ორგანიზებულსა და მარტივს ხდის. სწორედ ამ მიზეზების გამო თანამედროვე მიკროტალღური ღუმელი ბევრ ოჯახში პრაქტიკულად შეუცვლელი ტექნიკაა.

Kontakt.ge-ზე იხილავთ კლასიკურ და ჩასაშენებელ მოდელებსაც Toshiba, Samsung, Midea და Hoffmann ბრენდებისგან, რომლებიც იდეალურია არა მხოლოდ დღესასწაულებისთვის, არამედ ყოველდღიური გამოყენებისთვის, რადგან სწრაფი და კომფორტულია.

5. ხორცსაკეპი

ხელით ხორცის კეპვა დამღლელია და შრომატევადია, მაშინ როცა თანამედროვე ხორცსაკეპი ყველაფერს სწრაფად და მარტივად აკეთებს. რამდენიმე წუთში შეგიძლიათ დიდი რაოდენობის ხორცი ან ბოსტნეული დაამუშავოთ და თანაბარი მასა მიიღოთ. შედეგად კერძებიც უფრო გემრიელი და ხარისხიანი გამოდის.

დროა კერძების მომზადება გადავაქციოთ სიამოვნებად, ხოლო თავისუფალი დრო დავუთმოთ იმას, რაც მართლა მნიშვნელოვანია, საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარებას. ეწვიეთ კონტაქტის ვებსაიტს და აღმოაჩინეთ სამზარეულოს ტექნიკის ფართო არჩევანი, რომელიც ამ ახალ წელს კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის.

გილოცავთ დამდეგ 2026 წელს!

R