ავტორი:

გრძელდება მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი - "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები"

გრძელდება მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი - "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები"

მეორე კონცერტი გაიმართება 10 დეკებერს, 19:00 საათზე.

ორგანისტი რომან კრასნოვსკი სოლო კონცერტს გამართავს კონსერვატორიის დიდ დარბაზში არსებულ

“Alexander Schuke Potsdam” - ის ფირმის 3 მანუალიან, 40 რეგისტრიან ორგანზე.

ეს ერთადერთი საკონცერტო ორგანია საქართველოში, რომლის კურთხევა კონსერვატორიის დიდ დარბაზში მოხდა 1963 წელს.

რომან კრასნოვსკი, წარმოშობით უკრაინელი ორგანისტი, 1990 წელს ემიგრირდა ისრაელში. გასულ წლებში „რუბინის მუსიკისა და ცეკვის აკადემიის“ (იერუსალიმი) ასისტენტ პროფესორი, ამჟამად, კარმიელის კონსერვატორიის პროფესორია. იგი კონცერტებს მართავს ავსტრიაში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, შვეიცარიაში, იტალიაში, ა.შ.შ.-ში და მასტერკლასებს ატარებს საორგანო სხვადასხვა პროგრამისა და კურსის ფარგლებში.

მისი რეპერტუარის ფართო სპექტრი მოიცავს ბაროკოსა და კლასიციზმის ეპოქებს, რომანტიზმსა და XXI საუკუნის მუსიკას. მისი ინიციატივით დაფუძნდა რეგულარული „საორგანო კონცერტების სერია“.

10 დეკემბრის კონცერტის პროგრამაშია იოჰან სებასტიან ბახის (1685-1750), ფელიქს მენდელსონ-ბართოლდის (1809 – 1847), იოჰანეს ბრამსის (1833-1897), იოჰან კრისტიან ჰაინრიხ რინკის (1770-1846), გეორგი კურკოვისა (უკრაინელი კომპოზიტორი) (1954*) და რომან კრასნოვსკის (1955*) ნაწარმოებები.

R