ავტორი:

რატომ ფარავს ლეონარდო დიკაპრიო სახეს საჯარო სივრცეში - "ამ ბალანსის დამყარებას მთელი ზრდასრული ცხოვრება ვცდილობ"

რატომ ფარავს ლეონარდო დიკაპრიო სახეს საჯარო სივრცეში - "ამ ბალანსის დამყარებას მთელი ზრდასრული ცხოვრება ვცდილობ"

51 წლის ლეონარდო დიკაპრიო ჟურნალ "TIME"-ის „წლის საუკეთესო შემსრულებლად“ დასახელდა. თანდართულ ინტერვიუში მან ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებიც დაკავშირებულია ვარსკვლავურ კარიერასა და პირადი ცხოვრებას შორის ბალანსის დამყარებაზე.

“ამ ბალანსის დამყარებას მთელი ზრდასრული ცხოვრება ვცდილობ და ექსპერტი ჯერ კიდევ არ ვარ. ჩემი მარტივი ფილოსოფიაა, რომ მხოლოდ მაშინ უნდა გამოჩნდე საჯარო სივრცეში, როდესაც რაღაც გაქვს სათქმელი ან საჩვენებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ უნდა გაქრე რაც შეიძლება დიდხანს...

ვიფიქრე: როგორ მოვიპოვო ხანგრძლივი კარიერა? იმიტომ, რომ მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ და ვფიქრობ, ხანგრძლივი კარიერის საუკეთესო გზა საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩენაა“, - თქვა მან.

ეს პასუხი გვიქმნის წარმოდგენას იმაზე, თუ რატომ მალავს დიკაპრიო, საზოგადოებაში გამოჩენისას თავს სახეს.

ჰოლივუდის ვარსკვლავი, თითქმის არასდროს ჩნდება საზოგადოებაში თვალებზე ჩამოფარებული ქუდითა და ნიღბით. დიკაპრიომ დამცავი ნიღბის ტარება COVID-19 პანდემიის დროს დაიწყო და მას შემდეგ მის ყოველდღიურ გარდერობში შეიტანა.

სათვალე, ნიღაბი, ფართო ქუდი, დიდი შარფი - ასეთი აქსესუარები მისი გარდერობის საყვარელი ნაწილი გახდა. მაგალითად წელს, ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილში დაპატიჟებული დიკაპრიო, სასტუმროდან გამოსვლისას სმოკინგში სახეზე მჭიდროდ შემოხვეული ქუდით გადაიღეს.

ლეონარდო დიკაპრიოს ვარსკვლავური ხანა თითქმის 30 წლის წინ დაიწყო, როდესაც ფილმში „ტიტანიკი“ გადაიღეს. მან ღარიბი მგზავრის, ჯეკ დოუსონის როლი შეასრულა.

„ტიტანიკი“ კრიტიკოსების ჰიტი გახდა, ამჟამად Rotten Tomatoes-ზე 88 პროცენტიანი რეიტინგი აქვს.

წყარო

იხილეთ ასევე: