ბრიტანეთში სასტიკი დანაშაული მოხდა, რომელმაც შესაძლოა არეულობის მორიგი ტალღა გამოიწვიოს. როგორც მედია წერს, პოლიციამ ორი ავღანელი მოზარდი დააკავა. ისინი ბრიტანეთში ნავებით ჩავიდნენ და თავშესაფარი მოითხოვეს. მათი საქმე განხილვაში იყო.
თუმცა 17 წლის იან ჯაჰანზები და ისრარ ნიაზალი ახლა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში არიან მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ პარკში 15 წლის სკოლის მოსწავლეს დაესხნენ თავს, გაიტაცეს და გააუპატიურეს.
გატაცების მომენტი პარკში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა და თავად გოგონამაც გადაიღო. ერთ-ერთი ადვოკატის თქმით, ვიდეო იმდენად საშინელია, რომ ვარაუდობს, მისი საჯაროდ გამოქვეყნების შემთხვევაში, ქვეყანაში არეულობა დაიწყება.
“შოკისმომგვრელ სამწუთიან ვიდეოში ისმის გოგონას ყვირილი: „გამაუპატიურებ“, როდესაც მას ძალის გამოყენებით მიათრევდნენ. მანამდე მოზარდი მეგობრებთან ერთად იყო.
უორვიკის სამეფო სასამართლოში ნაჩვენებ კადრებში ასევე ჩანს, როგორ ტირის არასრულწლოვანი, ყვირის და ევედრება, რომ პარკში არ წაიყვანონ...

ის იძულებული გახდა, ბიჭებთან სექსუალური აქტი ჩაედინა განმარტოებულ ადგილას, რის შემდეგაც გაიქცა და კიდევ რამდენიმე ვიდეო გადაიღო. სკოლის მოსწავლე გამვლელმა იპოვა იგი და უახლოეს პოლიციის განყოფილებაში წაიყვანა, სადაც ოფიცრებმა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვება შეძლეს,“ - წერს მედია.
ჯაჰანზებს 10 წლითა და რვა თვით, ხოლო ნიაზალს 9 წლითა და ათი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
როგორც აღმოჩნდა, ბრალდებულები ბრიტანეთის სახელმწიფოს მიერ, ლტოლვილთათვის განკუთვნილ უფასო საცხოვრებლებში ცხოვრობდნენ. მანამდე ისინი ქვეყანაში პატარა ნავებით, თანმხლები პირების გარეშე ჩავიდნენ და რადგან არასრულწლოვანები იყვნენ, დარჩნენ კიდეც.