ორმა შეიარაღებულმა მამაკაცმა სან-პაულოში მდებარე ბიბლიოთეკიდან ფრანგი მხატვრის, ანრი მატისის, 8 ნამუშევარი მოიპარა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ბიბლიოთეკაში მთავარი შესასვლელიდან კვირას, 10:00 საათზე (13:00 GMT) შევიდნენ და იმავე მარშრუტით უახლოესი მეტროსადგურისკენ გაემართნენ.
შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ხელისუფლებამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავა. ოფიციალურ პირებს ჯერ არ გამოუქვეყნებიათ მოპარული ნამუშევრების დეტალური სია.
ცნობილია, რომ ქურდებმა ასევე წაიღეს პორტინარის სულ მცირე ხუთი გრავიურა, რომლებიც ბრაზილიელი მწერლის, ხოსე ლინს დუ რეგოს რომანის „მენინო დე ენგენო“ (პლანტაციის ბიჭი) სპეციალური გამოცემის ილუსტრაციისთვის შეიქმნა.

Biblioteca Mario de Andrade-დან მოპარული გრავიურები სან პაულოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან ერთობლივი გამოფენის ნაწილი იყო. ბიბლიოთეკა ქვეყნის სიდიდით მეორე ბიბლიოთეკაა და ოფიციალური პირების თქმით, სახის ამომცნობი კამერებითაა აღჭურვილი. თავად ქალაქს ასევე აქვს ფართომასშტაბიანი სათვალთვალო კამერების სისტემა.
ანრი მატისი XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მხატვრად ითლება. განთქმულია მისეული ფერისა და ფორმის მეშვეობით ემოციის ასახვის ტექნიკით.