ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა არ სურს, რადგან ეს შეუძლებელია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"ვლადიმერ პუტინს ეს არაერთხელ უთქვამს. მას საბჭოთა კავშირის აღდგენა არ სურს, რადგან ეს შეუძლებელია. რაც შეეხება ნატო-ზე თავდასხმისთვის მზადებას, ეს სრულ სისულელეს წარმოადგენს“, - განაცხადა პესკოვმა.
„პუტინს ძველი საბჭოთა კავშირის დაბრუნება სურს და ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ჩვენ ამისგან თავი უნდა დავიცვათ. არ მსურს, რომ რუსეთი ნატო-ს ტერიტორიას თავს დაესხას, თუმცა რუსეთის სახელმწიფო და უსაფრთხოების დოქტრინებში სწორედ ამაზეა საუბარი“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.