ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ვარსკვლავთშორისი კომეტის ახალი სურათები გადაიღო - კომეტა 3I/ATLAS ჩვენი მზის სისტემის გარეთ წარმოიშვა. იგი მზის სისტემაში შემოჭრილი მესამე ვარსკვლავთშორისი ობიექტია, რომელიც კაცობრიობამ დააფიქსირა.
პირველად ის 2025 წლის 1 ივლისს დააფიქსირა ასტეროიდებზე დამკვირვებელმა სისტემა ATLAS-მა. მალევე გაჩნდა მოსაზრებები, რომ ის შეიძლება არამიწიერი ცივილიზაციის ხომალდი ყოფილიყო.
ასტრონომებმა 3I/ATLAS ჰაბლის ტელესკოპთან ერთად 30 ნოემბერს კვლავ შენიშნეს, როდესაც ის დედამიწიდან 178 მილიონი მილის (286 მილიონი კილომეტრის) დაშორებით იმყოფებოდა. ტელესკოპის Wide Field Camera 3 ინსტრუმენტის გამოყენებით კიდევ უფრო მკაფიო კადრი გადაიღეს.

პარალელურად, ევროპის კოსმოსური სააგენტოს, Juice-ის მისიის მიერ გადაღებული სურათი, რომელიც იუპიტერისა და მისი ყინულოვანი მთვარეების შესასწავლად მიემართებოდა, კომეტის გარშემო საინტერესო აქტივობას აჩვენებს.
კოსმოსურმა ხომალდმა დასაკვირვებლად ხუთი სამეცნიერო ინსტრუმენტი და ბორტზე დამონტაჟებული ნავიგაციის კამერა, იგივე NavCam, გამოიყენა. ჯუსის მონაცემების უმეტესობა დედამიწაზე თებერვლამდე არ ჩამოვა, რადგან კოსმოსური ხომალდი იუპიტერზე ხანგრძლივი მოგზაურობის დროს მზისგან დასაცავად მთავარ ანტენას სითბურ ფარად იყენებს. უფრო პატარა ანტენა მონაცემებს გაცილებით ნაკლები სიჩქარით აგზავნის.
Juice-ის გუნდს დიდხანს ლოდინი არ სურდა, ამიტომ მათ NavCam-ით გადაღებული ერთი სურათი გადმოწერეს. სურათი ასახავს კომეტაზე სითბურ აქტივობას მზესთან ახლო ჩავლის დროს.
ახლად გამოქვეყნებულ სურათზე ნაჩვენებია კომა, ანუ გაზის მანათობელი ჰალო, რომელიც კომეტას გარს აკრავს. ასევე ორი კუდი: ელექტრულად დამუხტული აირისგან შემდგარი პლაზმური კუდი და გამოყოფილი მყარი ნაწილაკებისგან შემდგარი მკრთალი მტვრის კუდი.