ავტორი:

"ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ ამერიკელებმა ახლა ევროპაში დემოკრატია უნდა გადაარჩინონ" - ფრიდრიხ მერცი

"ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ ამერიკელებმა ახლა ევროპაში დემოკრატია უნდა გადაარჩინონ" - ფრიდრიხ მერცი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია აჩვენებს, რომ ევროპა უფრო დამოუკიდებელი უნდა გახდეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

"[ეს დოკუმენტი] ადასტურებს ჩემს შეფასებას, რომ ჩვენ ევროპაში, ასევე გერმანიაში, აშშ-სგან უფრო დამოუკიდებლები უნდა გავხდეთ უსაფრთხოების სფეროში. ეს მოულოდნელი არ არის, მაგრამ ეს კვლავ დადასტურდა. ეს ახლა დოკუმენტირებულია“, - განაცხადა მერცმა.

როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, ვერ ხედავს იმის საჭიროებას, რომ ამერიკელებმა ახლა ევროპაში დემოკრატია უნდა გადაარჩინონ.

"მისი გადარჩენა რომ იყოს საჭირო, ჩვენ თვითონაც გავუმკლავდებოდით ამას“, - განაცხადა მერცმა.