ავტორი:

მისთვის ახლა თითოეული დღე ბრძოლაა - დოდოშკა წიკლაურს, რომელიც უმძიმეს დაავადებას ებრძვის, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

მისთვის ახლა თითოეული დღე ბრძოლაა - დოდოშკა წიკლაურს, რომელიც უმძიმეს დაავადებას ებრძვის, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

დოდოშკა წიკლაური უკვე წელიწადნახევარია ებრძვის ურთულეს დაავადებას - მელანომას, კანის ავთვისებიან ნეოპლაზმას.

მიუხედავად რთული ოპერაციისა და ინტენსიური მკურნალობისა, დაავადება კვლავ პროგრესირებს. დღეს მას სასიცოცხლოდ სჭირდება იმუნოთერაპიის გადასხმები და სხივური თერაპია, რათა შეჩერდეს უკვე გავრცელებული მეტასტაზები.

მკურნალობის ღირებულება დაახლოებით 30 000 დოლარს შეადგენს, რაც ოჯახის შესაძლებლობებს სცდება - ყველა რესურსი უკვე ამოწურულია.

ამ უმძიმეს ბრძოლას ემატება კიდევ ერთი ტკივილი - ორი კვირის წინ დოდოშკამ დედა დაკარგა, რომელიც თავადაც კიბოს ებრძოდა და მისი ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო.

დოდოშკასთვის ახლა თითოეული დღე ბრძოლაა.

ჩვენ შეგვიძლია ამ ბრძოლაში მისი იმედი ვიყოთ. ნებისმიერი თანხა, თუნდაც მცირედი, მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

საქართველოს ბანკი

#GE23BG0000000028366300

თიბისი ბანკი #GE07TB7148645064300050

მიმღები - დოდო წიკლაური