ავტორი:

"სიყვარულის ქალაქში... მაგრამ სად არის სიყვარული?!" - რას წერს ლიზა იასკო პარიზიდან

"სიყვარულის ქალაქში... მაგრამ სად არის სიყვარული?!" - რას წერს ლიზა იასკო პარიზიდან

"სიყვარულის ქალაქში... მაგრამ სად არის სიყვარული?" - ამ კითხვით და გატეხილი გულის ემოჯით აქვეყნებს ფოტოს ლიზა იასკო პარიზიდან.

  • ლიზა იასკო, რომელიც ევროპის საბჭოს ღონისძიებებზე იმყოფება, ეიფელისა და პარიზული ხედების ფონზე ფოტოს აქვეყნებს - სევდიანი წარწერით

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ლიზა იასკოსა და საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდათ. სააკაშვილის უკრაინელ პარლამენტართან რომანის შესახებ ჯერ კიდევ 2020 წელს გახდა ცნობილი,

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მომავალი სოფო ნიჟარაძეს უკავშირდება.

"ჩემი მომავალი სოფოს უკავშირდება" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რითაც დაადასტურა, რომ ლიზა იასკო წარსულს ჩაბარდა. "ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას," - წერდა სააკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ მის მოსანახულებლად ციხეში სოფო ნიჟარაძე რეგულარულად დადის.

  • შეყვარებული ექსპრეზიდენტი და შვილები - ჩახლართული პირადი ქრონიკა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ცხოვრება ბოლო წლებში რადიკალურად შეიცვალა და არაერთი მოულოდნელობით იყო სავსე. წლების განმავლობაში საზოგადოება მას სანდრა რულოვსის მეუღლედ იცნობდა, რომელთანაც ექსპრეზიდენტს ორი ვაჟი - ედუარდი და ნიკოლოზი ჰყავს.

სიტუაცია 2021 წელს, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლისა და დაკავების შემდეგ აირია. მან ციხიდან ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მისი რჩეული უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკო იყო.

თუმცა, ამ განცხადებიდან მალევე, სცენაზე სოფო ნიჟარაძე და პატარა ელის-მარია გამოჩნდნენ - სააკაშვილმა საჯაროდ აღიარა, რომ მომღერლისგან ქალიშვილი ჰყავს.

ყველაფერი ამით არ დასრულებულა: მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პატიმრობის პერიოდში შვილი - პატარა ჟასმინი, ლიზა იასკოსაც შეეძინა. საბოლოოდ კი, წრე ისევ სოფო ნიჟარაძეზე შეიკრა, რომელიც დღეს პატიმრის მთავარი გულშემატკივარია.

წაიკითხეთ ვრცლად - მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან, სადაც პატიმრობის დეტალებზე და სოფო ნიჟარაძესთან შეხვედრებზეც წერს