ავტორი:

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეებმა საპროტესო მსვლელობა დაიწყეს.

„საქართველო ადექი, აჯანყდი", „უნდა გქონდეთ შიში დიდი, რომ მოგკლავენ ციანიდით", - სკანდირებენ ისინი.

დემონსტრანტების თქმით, მსვლელობის პროცესში ადგილობრივებს შეძახილებით უნდა გააგებინონ, რომ ერთი წლის წინ „ქართულმა ოცნებამ" ისინი მოწამლა.

უწყვეტი პროტესტის 377-ე დღეს მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.