ავტორი:

გჯეროდეს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების!

გჯეროდეს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების!

თანამედროვე რეალობაში ავტომობილი მხოლოდ გადაადგილების საშუალება აღარ არის - ის კომფორტის, პროდუქტიულობისა და წარმატების ერთ-ერთი მთავარი ელემენტია,თუმცა, ყველას არ აქვს საშუალება, ერთიანად გადაიხადოს დიდი თანხა. სწორედ აქ პრემიუმ ლიზინგი გთავაზობს მოქნილ და სანდო ავტოლიზინგისა და უკულიზინგის სერვისებს, რომლებიც სპეციალურად ფიზიკური პირებისთვის არის შექმნილი.

მანქანის შესაძენად ავტოლიზინგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა. თუ ავტომობილის შეძენა გადაწყვიტე,მაგრამ გსურს ერთიანი ხარჯი თავიდან აიცილო,ეს სერვისი შენთვისაა. პრემიუმ ლიზინგი გთავაზობს შენზე მორგებულ პირობებს!

რა არის ავტოლიზინგი და რატომ უნდა აირჩიოთ პრემიუმ ლიზინგი?

ავტოლიზინგი არის ავტომობილის შეძენის თანამედროვე მეთოდი, რომელიც გაძლევს საშუალებას ისარგებლო მანქანით ახლა, ხოლო თანხა გადაიხადო ეტაპობრივად - შენზე მორგებული გრაფიკით.

ეს იდეალური გამოსავალია იმ ადამიანებისთვის, ვისაც:

  • არ სურს ერთბაშად გადაიხადოს დიდი თანხა;
  • ეძებს სანდო პარტნიორს ავტომობილის დაფინანსებისთვის.

ავტოლიზინგის გამოყენების ძირითადი სარგებელი:ავტოლიზინგი არ არის მხოლოდ ფინანსული ალტერნატივა - ესაა მოქნილი ინსტრუმენტი,რომელიც გაძლევს საშუალებას მართო ახალი ან შენთვის სასურველი მანქანა მაშინაც კი,როცა მისი სრული ღირებულების გადახდა რთულია.

  1. ფინანსური მოქნილობა - შეგიძლია აირჩიო ავტომობილი და თანხა ეტაპონრიბად დაფარო,შენს შემოსავლებზე მორგებული პირობებით.
  2. დაზოგილი დრო - განაცხადის შევსება და დამტკიცება სწრაფად მიმდინარეობს,რაც გამორიცხავს საბანკო პროცედურებზე დროის დაკარგვას.
  3. ინდივიდუალურად მორგებული პირობები - ლიზინგის პირობები შეესაბამება თითოეული მომხმარებლის საჭიროებებსა და შესაძლებლობებს - იქნება ეს გადახდის გრაფიკი,ვადა თუ ავტომობილის ტიპი.

შენი ავტომობილის გამოყენება, როგორც ფინანსური რესურსის, საკმაოდ ხელსაყრელი გამოსავალია, როდესაც სასწრაფოდ გჭირდება თანხა, მაგრამ არ გსურს შენი მანქანის გაყიდვა. პრემიუმ ლიზინგის უკულიზინგი სწორედ ამ სიტუაციებში არის შეუცვლელი. ჩვენ გთავაზობთ გაცილებით უფრო მარტივ და სწრაფ პროცესს, რომელიც საშუალებას გაძლევს ისარგებლო შენი ავტომობილით ფინანსური სარგებლის მისაღებად და კვლავ შეუზღუდავად გამოიყენო ის.

უკულიზინგის უპირატესობები:

  • 10 000-დან 100,000 ლარამდე დაფინანსება - სწრაფი და მოქნილი თანხის მისაღებად, შენი მოთხოვნების შესაბამისად.
  • 0%-იანი გაცემის საკომისიო - დაზოგავ დამატებით ხარჯებს.
  • მაქსიმალური საბაზრო შეფასება - ჩვენი სპეციალისტები რეალურად აფასებენ შენი ავტომობილის ღირებულებას, რათა შენ მიიღო საუკეთესო დაფინანსება.
  • სრული გამჭვირვალობა - ყოველ ნაბიჯზე იცი რა პროცედურებია საჭირო.

რატომ პრემიუმ ლიზინგი?

,,პრემიუმ ლიზინგის’’ მაღალკვალიფიციური გუნდი ორიენტირებულია კლიენტთა საუკეთესო გამოცდილებაზე. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შენი კმაყოფილება,ამიტომ მუდმივად ვაგრძელებთ სერვისების გაუმჯობესების პროცესს, რათა შემოგთავაზოთ ყველაზე მოქნილო და სწრაფი სერვისები,რაც მთავარია სანდო და ხარისხიანი.

ჩვენი უპირატესობები:

  • ინდივიდუალური მიდგომა - ყოველი კლიენტი არის უნიკალური. ჩვენ გაძლევთ პერსონალიზებულ და მორგებულ პირობებს, რომლებიც მაქსიმალურად აკმაყოფილებს შენს მოთხოვნებს.
  • სანდოობა და გამჭვირვალობა - ყველაფერი ნათელია და გარკვეული. ჩვენი პროცესი მარტივი, ღია და პირდაპირია.
  • სისწრაფე და კომფორტი - ავტომობილი შენი გახდება უმოკლეს ვადაში.

პრემიუმ ლიზინგის სერვისები გეხმარება, რომ სწრაფად და მარტივად მიიღო შენი იდეალური ავტომობილი ან გქონდეს ფინანსური რესურსი საჭიროების შემთხვევაში.

პრემიუმ ლიზინგი - შენი ფინანსური თავისუფლების გზა!

პრემიუმ ლიზინგი არის სწორი არჩევანი ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, ვინც ეძებს მოქნილობას, სანდოობას და მაღალი ხარისხის მომსახურებას ავტოლიზინგისა და უკულიზინგის სფეროში.

შემოუერთდი უამრავ კმაყოფილ კლიენტს, რომლებიც უკვე სარგებლობენ მოქნილი ავტოლიზინგითა და უკულიზინგით.

პრემიუმ ლიზინგი - უკონკურენტო არჩევანი!

ვებგვერდი: www.pl.ge

ტელეფონი: (032) 250 20 60

მისამართი: მეგალაინი, აგლაძის 15

R