ავტორი:

როგორ მოვამზადოთ ქაშაყისგან საახალწლო კერძები  წინასწარ და შევამციროთ სადღესასწაულო სტრესი

როგორ მოვამზადოთ ქაშაყისგან საახალწლო კერძები  წინასწარ და შევამციროთ სადღესასწაულო სტრესი

31 დეკემბერი ბევრი დიასახლისისთვის საკმაოდ სტრესული დღეა. დილიდან სამზარეულოში ტრიალი, ინგრედიენტების დაჭრა, ათასგვარი კერძის მომზადება პარალელურად გიწევს. თუმცა არსებობს მარტივი გზა, რომ ეს დღე ნაკლებად დამღლელი გახდეს: წინასწარ მომზადებული კერძები, რომლებიც 2-3 დღით ადრე მზადდება, დროსაც გიზოგავთ და ნერვებსაც.

ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული პროდუქტი ამ შემთხვევაში გამოყვანილი ქაშაყია, რომლისგანაც ბევრად უფრო მრავალფეროვანი კერძების მომზადება შეიძლება, ვიდრე გვგონია. ქაშაყი ბევრ ქვეყანაში საახალწლო და სადღესასწაულო სუფრის ტრადიციული ნაწილია.მაგალითად პოლონეთში, სკანდინავიის ქვეყნებსა და ჰოლანდიაში მას სხვადასხვა ფორმით მიირთმევენ.

ზღვის პროდუქტების მწარმოებელი ქართული ბრენდი „ოკეანე“ გვიზიარებს 3 საინტერესო საახალწლო რეცეპტს, რომლის მთავარი ინგრედიენტი სწორედ ქაშაყის ფილე გახლავთ. ქაშაყის ფილეს მზა სახით შეძენა არა მხოლოდ „ნიკორასა“ და „ლიბრეს“ მაღაზიებშია შესაძლებელი, არამედ სხვა სუპერმარკეტებშიც. ის არ მოითხოვს დამუშავებას და მოცემული რეცეპტებისთვის მზა პროდუქტს წარმოადგენს.

ეს კერძები არა მხოლოდ წინასწარ მზადდება, არამედ თქვენს საახალწლო სუფრას განსაკუთრებულ გემოსა და ხასიათს შესძენს.

ქაშაყი მდოგვის სოუსში

ინგრედიენტები

  • ქაშაყის ფილე „სპეცი“ 250 გ. სანელებლებითა და ზეთით შეზავებული, ზომიერად მარილიანი
  • ბერძნული იოგურტი 100 მლ
  • ფრანგული მდოგვი (დაახლოებით 10–12 გ) 1 სადილის კოვზი
  • კარი (სანელებელი) ¼ ჩაის კოვზი
  • ახლად დაფქული შავი პილპილი – გემოვნებით
  • კამა

მომზადების წესი

  1. ქაშაყი დაჭერით 3–4 სმ სიგანის ნაჭრებად;
  2. ბერძნული იოგურტში შეურიეთ მდოგვი (ფრანგული ან დიჟონის, მარცვლები), კარის სანელებელი და პილპილი.
  3. დაჭრილი ქაშაყი დადეთ თეფშზე და დაადეთ მომზადებული მდოგვის სოუსი. შეგიძლიათ ასევე ქაშაყის ნაჭრები სოუსში ჩაძიროთ და ისე მიირთვათ.
  4. სოუსს ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი ახალი კამა.

ქაშაყი კაშუბურად

ეს რეცეპტი პოლონეთის ჩრდილოეთ რეგიონიდან, პომერანიიდანაა, სადაც ბალტიის ზღვის ყველაზე ახალი თევზი იყიდება. ქაშაყი პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროდუქტად ითვლება. განსაკუთრებით ხშირად ამზადებენ საახალწლო ან შობის სუფრაზე.

ინგრედიენტები

  • ქაშაყის ფილე
  • რძე 1 ჭიქა
  • ხახვი 2 საშუალო ზომის
  • გახეხილი პომიდორი 5 ს.კ.
  • შავი პილპილის მარცვალი 5 ც.
  • დაფნის ფოთოლი 3 ცალი
  • შაქარი 1 ს.კ.
  • წყალი ½ ჭიქა
  • ზეთი ½ ჭიქა
  • ძმარი 1 ჩ.კ.
  • მარილი და პილპილი – გემოვნებით

მომზადების წესი

  1. დაჭერით ქაშაყის ფილე საშუალო ზომის ნაჭრებად.
  2. ხახვი წვრილად დაჭერით და ზეთში ოდნავ მოშუშეთ, სანამ დარბილდება.
  3. დაუმატეთ პომიდვრის კონცენტრატი, წყალი, ძმარი, პილპილის მარცვლები, დაფნის ფოთოლი და შაქარი.
  4. აურიეთ და დუღილის შემდეგ 15 წუთით ნელ ცეცხლზე შუშეთ. გადმოდგით და ოდნავ გააციეთ.
  5. ქაშაყის ნაჭრები მოათავსეთ ღრმა თასში და გადაასხით მომზადებული პომიდვრის სოუსი.
  6. შეგიძლიათ ფენებად დაასერვიროთ, ან უბრალოდ აურიოთ.
  7. სრულად გაცივების შემდეგ შედგით მაცივარში.
  8. ყველაზე გემრიელი მეორე-მესამე დღეს არის, როცა არომატები ბოლომდე გაიხსნება.

ქაშაყი ქამა სოკოს სოუსში

ეს არომატული და გემრიელი კერძი ნებისმიერი სადღესასწაულო სუფრისთვის იდეალურია. ქაშაყს სოკოთი, ხახვით და პომიდვრის სოუსით ხშირად ამზადებენ საახალწლო დღესასწაულებზე. დამარინადებული ქაშაყისა და არომატული სოკოს კომბინაცია მჟავე პომიდვრის სოუსთან ერთად ძალიან სასიამოვნო და საინტერესო გემოს ქმნის.

ინგრედიენტები

  • ქაშაყის ფილე ზეთში 500 გ
  • ახალი ქამა სოკო (დაჭრილი)250 გ
  • 2 დიდი ხახვი (წვრილად დაჭრილი)
  • 3 ს.კ. ზეთი
  • პომიდვრის სოუსი 200 მლ
  • ტომატის პასტა 1 ს.კ.
  • შაქარი 1 ჩ.კ.
  • ძმარი (ვაშლის ან თეთრი ღვინის) 1 ჩ.კ.
  • დაფნის ფოთოლი 1 ცალი
  • პილპილის მარცვლები 3 ც.
  • შავი პილპილი ½ ჩ.კ.
  • მარილი – გემოვნებით
  • ახალი ოხრახუში (სურვილისამებრ)

მომზადების წესი

  1. ქაშაყის ფილე დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.
  2. ზეთი გააცხელეთ ტაფაში, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ დარბილებამდე. შემდეგ ჩაამატეთ სოკო და გააგრძელეთ მომზადება, სანამ გამოყოფილი წყალი აორთქლდება და ოქროსფერს მიიღებს.
  3. ტაფაში დაამატეთ პომიდვრის სოუსი პასტა, შაქარი, ძმარი, დაფნის ფოთოლი, პილპილი და მარილი. აურიეთ და ნელ ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთი მოადუღეთ. ბოლოს ამოიღეთ დაფნის ფოთოლი და პილპილის მარცვლები.
  4. ღრმა თასში ან თეფშზე დაალაგეთ ქაშაყის ნაჭრები და გადაასახით თბილი პომიდვრის-სოკოს სოუსი. ფრთხილად აურიეთ, რომ ყველა ნაჭერი დაიფაროს.
  5. გაციებული კერძი გადაიტანეთ მაცივარში და დატოვეთ მთელი ღამე.
  6. სერვირებამდე შეგიძლიათ მოაყაროთ ახალი ოხრახუში. იდეალურია როგორც ახალ პურთან, ასევე კრეკერებთან ერთად.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

NS