"რესპუბლიკელმა" კონგრესმენმა, ტომას მასიმ წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტი წარადგინა, რომელიც აშშ-ს ნატო-დან გასვლას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას კონგრესმენის პრესსამსახური ავრცელებს.
"ნატო ცივი ომის გადმონაშთია. ნატო-დან უნდა გამოვიდეთ და ეს თანხა ჩვენი ქვეყნის დასაცავად უნდა გამოვიყენოთ და არა სოციალისტური ქვეყნების. ნატო საბჭოთა კავშირისთვის წინააღმდეგობის გასაწევად შეიქმნა, რომელიც ოცდაათ წელზე მეტია რაც დაიშალა.
ამის შემდეგ აშშ-ის ჩართულობა გადასახადების გადამხდელებს ტრილიონობით დოლარი უჯდებათ და აშშ უცხოურ ომებში ჩართვას რისკავს. ჩვენი კონსტიტუცია მუდმივ უცხოურ კავშირებში ჩართვას არ ითვალისწინებს და ამის შესახებ დამფუძნებელი მამები გვაფრთხილებდნენ“, - განაცხადა მასიმ.

კანონპროექტის თანახმად, "ნატო-ს ცივი ომის დროინდელი თავდაპირველი მიზანი აშშ-ის ამჟამინდელ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს აღარ შეესაბამება“.