ლიეტუვის მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც მეზობელი ბელარუსიდან მათ საზღვარზე საჰაერო ბუშტები გამოჩნდნენ - როგორც მედია წერს, ბუშტებს კონტრაბანდული სიგარეტი გადაჰქონდათ. შეგახსენებთ, საჰაერო ბუშტებს 10 კილომეტრამდე სიმაღლეზე ფრენა შეუძლიათ.
პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინიენემ მომხდარს "ჰიბრიდული თავდასხმა“ უწოდა.
ლიეტუვის ხელისუფლების ცნობით, წლის დასაწყისიდან ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 600 კონტრაბანდული საჰაერო ბუშტი და თითქმის 200 დრონი შევიდა. ამის გამო არაერთხელ დაიხურა ვილნიუსის აეროპორტი.
მანამდე, ოქტომბრის ბოლოს, ჰაერის ბუშტებთან დაკავშირებული ინციდენტების შემდეგ, ლიეტუვამ სამი კვირით დახურა ბელარუსთან ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. საპასუხოდ, ბელარუსმა ლიეტუვურ სატვირთო მანქანებს აუკრძალა თავისი ტერიტორიის გადაკვეთა.
იხილეთ ასევე: