რუსულენოვანმა ონლაინ არხმა OSINT Bees-მა ვლადიმერ პუტინის “საიდუმლო“ ვაჟების ახალი ფოტოები და ვიდეოები გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ ვაჟები დედის მსგავსად, ტანმოვარჯიშით არიან გატაცებულები და თავდაუზოგავად ვარჯიშობენ.
როგორც გამოცემა წერს, 10 წლის ივანი და 6 წლის ვლადიმერი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონისგან, ალინა კაბაევასგან ჰყავს.
სპორტული ღონისძიებაც კაბაევას მიერ იყო ორგანიზებული, რომელში ძმებმაც მიიღეს მონაწილეობა.
ჩანაწერები კაბაევას რიტმული ტანვარჯიშის აკადემიის მიერ, 2025 წლის იანვარში, ვალდაიში ორგანიზებულ საწვრთნელ ბანაკებშია გაკეთებული.
მეორე ვიდეოში კი 6 წლის ვლადიმერი მის პირველ ილეთს დამოუკიდებლად ასრულებს.
კაბაევა ცდილობს მისი შვილები მედიისგან იზოლირებულად გაზარდოს. ამბობენ, რომ ბიჭები და მათი დედა მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით, ვალდაის ტყის ტერიტორიაზე მდებარე, ძლიერ გამაგრებულ რეზიდენციაში ცხოვრობენ და ცდილობენ ყურადღება არ მიიქციონ.
"[კაბაევას] და მისი შვილების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო მონაცემთა ბაზებიდან ამოღებულია“, - იუწყებიან ჟურნალისტები რომან ბადანინი და მიხაილ რუბინი.
ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში, კრემლის საწინააღმდეგო Telegram არხმა VChK-OGPU-მა გამოაქვეყნა ივანეს პირველი ფოტოები, რომელშიც მას "რუსეთში ყველაზე მარტოსულ ბიჭს“ უწოდებდნენ.
"ივანე ბიჭების ტანმოვარჯიშეთა გუნდის წევრია... მან მონაწილეობა მიიღო დიდ [წარმოდგენაში] სახელწოდებით "ლეზგინკა“, - წერდა არხი.
ფოტოებზე, რომელიც გადაღებულია დედამისის სახელობის ღონისძიებაზე - ALINA 2023, ის თავის გუნდთან ერთად ჩანს.
სხვა გავრცელებულ ფოტოებზე ასევე ჩანს ვლად უმცროსი - ის თავის საბრძოლო გუნდთან ერთად, მედალს იღებს.
პუტინისა და ალინა კაბაევას არაოფიციალური ურთიერთობის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ 2008 წლიდან გავრცელდა.
73 წლის პუტინს ჰყავს ორი "ოფიციალური“ ქალიშვილი - 40 წლის მარია ვორონცოვა და 39 წლის კატერინა ტიხონოვა - პირველი ცოლისგან.
პუტინს, სავარაუდოდ, ასევე ჰყავს უკანონო ქალიშვილი, 22 წლის ელიზავეტა რუდნოვა, რომელიც ასევე იყენებს ფსევდონიმს ლუისა როზოვა. ის პარიზში ცხოვრობს.
იხილეთ ასევე: