ავტორი:

მაროკოში გვერდიგვერდ მდგარი ორი საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა - დაიღუპა 19 ადამიანი, 16 დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს: დეტალები ტრაგედიის ადგილიდან

მაროკოში გვერდიგვერდ მდგარი ორი საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა - დაიღუპა 19 ადამიანი, 16 დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს: დეტალები ტრაგედიის ადგილიდან

მაროკოში ორი საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ჩამოინგრა გვერდიგვერდ მდგარი ორი ოთხსართულიანი შენობა, სადაც 8 ოჯახი ცხოვრობდა.

ტრაგედია მაროკოს ქალაქ ფეზში, ღამის საათებში მოხდა. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ეს წელს მეორე ფატალური ნგრევაა.

მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, ტერიტორია ევაკუირებულია და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ფეზი მაროკოს სიდიდით მეორე ქალაქია და ყველაზე მეტად ცნობილია თავისი გალავანშემორტყმული ქალაქით, რომელიც შუა საუკუნეების ბაზრობებითა და ტყავის საამქროებითაა სავსე. ის ასევე ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ურბანული ცენტრია, სადაც ბევრი ძველი შენობა დგას.

მაროკოული გამოცემა Le360-ის ცნობით, მაისში კიდევ ერთი ჩამონგრევას 10 ადამიანი ემსხვერპლა და 7 დაშავდა.

წყარო