ავტორი:

"ლევანს სტადიონთან მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და იქ ნახევარი საათი უგონოდ იყო, მძღოლი მიიმალა" - რას წერენ ავარიის შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა მწვრთნელზე

"ლევანს სტადიონთან მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და იქ ნახევარი საათი უგონოდ იყო, მძღოლი მიიმალა" - რას წერენ ავარიის შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა მწვრთნელზე

წალენჯიხაში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ ავტომობილის მძღოლი ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის პოლიციამ მალევე დააკავა.

როგორც ირკვევა დაშავებული ლევან კვარაცხელიაა, წალენჯიხა "იუვენტუსის" მწვრთნელი. მის შესახებ სოციალურ ქსელში თამარ ბელქანია წერს.

"გადარჩა! ეს ლევან კვარაცხელიაა, წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელი და არაჩვეულებრივი ადამიანი. რამდენიმე საათში ოპერაციას გაუკეთებენ, მას საფეთქლის ძვალი აქვს გატეხილი. გუშინ დაახლოებით საღამოს 9 ნახევარზე სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ სისხლდენით ეგდო. მძღოლი მიიმალა! ( რედ. მძღოლი დაკავებულია).

ლევანი თავად მოვიდა გონზე და ასე აღმოჩნდა საავადმყოფოში-სამშვიდობოზე. არ შეიძლება არავის მიტოვება განსაცდელში!არავის!ეს ოქროს ბიჭი ჩვენს ჩემპიონებს ზრდის!ჯანმრთელობა მას! ეს კაცი ჩვენს მომავალს სჭირდება!! p.s ნასვამი საჭესთან, თუნდაც კარგი ადამიანი, უბრალოდ პოტენციური მკვლელია" - წერს ბელქანია.

მომხდარის გამოძიება დაწყებულია .