ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს ქსელურ მარკეტებში კვერცხის მარაგს შეფერხებებით ავსებენ. ერთ-ერთი ვერსიით, კვერცხის დანაკლისის მიზეზი ფრინველის გრიპია. გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსი ქართული მეფრინველეობის მსხვილი ფერმების დიდ ნაწილს უკვე მოედო. სურსათის ეროვნული სააგენტო ამ ცნობებს არ ადასტურებს. საჯაროდ ამაზე არც ფერმერები ლაპარაკობენ.
"ბიზნესპრესნიუსთან“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, სარეალიზაციო კვერცხის რაოდენობის კლება ქვეყანაში იმპორტის მნიშვნელოვანი შემცირებით არის გამოწვეული.
"კვერცხის დეფიციტი არ არის, უბრალოდ, მიჩვეულები ვართ, რომ დახლები უნდა იყოს დახუნძლული“, - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსთან“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა ისაუბრა.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეა, მოქალაქეები სხვადასხვა სასურსათო მაღაზიაში დახლებზე კვერცხის რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით საუბრობენ.
როგორც მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარტა, სარეალიზაციო კვერცხის რაოდენობის კლება ქვეყანაში იმპორტის მნიშვნელოვანი შემცირებით არის გამოწვეული..." - გააგრძელეთ კითხვა