ავტორი:

"მოვიგეთ ფეოლა!" - რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ თამარ ჩერგოლეიშვილისა და ბაია პატარაიას საქმეზე და რას წერენ მხარეები?

"მოვიგეთ ფეოლა!" - რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ თამარ ჩერგოლეიშვილისა და ბაია პატარაიას საქმეზე და რას წერენ მხარეები?

რამდენიმე თვის წინ უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ტაბულას" დამფუძნებელი და "ფედერალისტების" ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კორუფციული ელიტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სახე იყო. მისი თქმით, ჩერგოლეიშვილი "დავით კეზერაშვილის და თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენებით დააფრენდა საკუთარ დაქალებს და სტუმრებს".

მაშინ ამ ბრალდებებზე ჩერგოლეიშვილმა უპასუხა და თქვა, რომ ეს ცილისწამებაა და ამის გამო უფლებადამცველს პასუხს სასამართლოში მოსთხოვდა.

როგორც ირკვევა სასამართლოში დავა თამარ ჩერგოლეიშვილმა მოიგო. ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

თამარ ჩერგოლეიშვილი:

მოვიგეთ ფეოლა! 1 ლარი დაეკისრა მოქალაქე ბაბუცას. "გიგაზე ამბობენ რომ ფული აიღო ბიძინასგან". ნაწილი არ დამიკმაყოფილა მხოლოდ, რადგან სხვებს ეყრდნობოდა და მაგას გავასაჩივრებ - ბოლომდე!

აღნიშნულ თემაზე პოსტს აქვეყნებს ბაია პატარაიაც:

გზაში ვარ და ახლა ვნახე მურუსიძის სასამართლოს უსამართლო და ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება ჩერგოლეიშვილის სასარგებლოდ. აუცილებლად გავასაჩივრებ ბოლომდე და მერე სტრასბურგში, რადგან სიტყვის თავისუფლებაზე დგას დემოკრატია.

ქვეყანას, სადაც უფლებადამცველებს უფლება ერთმევათ პოლიტიკური შეფასება მისცენ პოლიტიკოსის წარსულს, ნათელი მომავალი არ აქვს. ქოცების კრიტიკაზე შსს-საც ვყავარ დაჯარიმებული 4 ათასი ლარით. ცენზურას არ დავექვემდებარები და ყველაფერს თავის სახელს დავარქმევ. SLAPP-ებით ვერ გამაჩუმებთ.