ავტორი:

“გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა - ხალხი კითხულობს: როდის იქნება არჩევნები?“ - დონალდ ტრამპი

“გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა - ხალხი კითხულობს: როდის იქნება არჩევნები?“ - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარება აუცილებელია.

„გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა“, - აღნიშნა ტრამპმა.

  • ამასთან, მისი თქმით, უკრაინელების 82% რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადებას ითხოვს.

„მათ შეთანხმება სურთ. მე ეს მესმის. ისინი ყოველ კვირას ათასობით ადამიანს კარგავენ. მათ სურთ, რომ ეს დასრულდეს“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, უკრაინას „კორუფციასთან დაკავშირებული მასიური პრობლემა აქვს“.

„ეს არავის ცილისწამებას არ ნიშნავს. ხალხი კითხულობს: როდის იქნება არჩევნები? საერთოდ იქნება არჩევნები? თუ უბრალოდ ასე გაგრძელდება?“, - აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ მზადაა სამი თვის განმავლობაში არჩევნები ჩაატაროს, თუ აშშ და კიევის სხვა მოკავშირეები უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.