ავტორი:

“კავშირზე ვართ ისრაელის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან“ - სუსი განცხადებას ავრცელებს

“კავშირზე ვართ ისრაელის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან“ - სუსი განცხადებას ავრცელებს

სუს-ი ისრაელის მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს იმასთან დაკავშირებით, რომ “ქნესეთის წევრებმა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი მას შემდეგ გააუქმეს, რაც ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია ტერორისტული საფრთხის შესახებ“.

  • როგორც უწყება განმარტავს არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ.

“არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ და შესაბამისად, არც არავისთვის გაუზიარებიათ.

ჩვენ კავშირზე ვართ ისრაელის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გაკვირვებას გამოთქვეს გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო.

ძალიან სამწუხარო და ნიშანდობლივია, რომ ასეთი ინფორმაცია ქართული მედიის ნაწილის მიერ, ჩვენთან გადამოწმების გარეშე ვრცელდება.

კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საქართველოსთვის დამაზიანებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან,“ - აღნიშნულია განცხადებაში.