ავტორი:

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ქარელის ერთ-ერთ ბაღში მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა - რას წერს ადგილობრივი მედია?

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ქარელის ერთ-ერთ ბაღში მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა - რას წერს ადგილობრივი მედია?

ქარელის ერთ-ერთ სოფელში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელს კარადა დაეცა. “ქართლის ამბების“ ინფორმაციით, 3 წლამდე ასაკის ბავშვი ოთახიდან დერეფანში გაიპარა, კარადაზე აძვრა, რის შემდეგაც კარადა გადმოვარდა და მცირეწლოვანი მოიყოლა. მას სახის არეში ოპერაცია ჩაუტარდა.

შემთხვევის შემდეგ აღმზრდელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. აღმზრდელმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და განაცხადა, რომ გათავისუფლება უკანონოა.

“პირველ ეტაპზე საქმე ხაშურის სასამართლოში განიხილეს, სადაც მოსამართლის შეფასებით, გათავისუფლება "კანონიერად“ მოხდა. დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა. სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა კოლეგიამ დაასკვნა, რომ აღმზრდელის გათავისუფლება უკანონოდ მოხდა. ის სამსახურში აღადგინეს, ხოლო სააგენტოს განაცდურის ანაზღაურებაც დააკისრეს..

უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ დაადგინა, რომ საბავშვო ბაღში არ იყო ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო, რაც ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა, კერძოდ:

  • ოთახის კარს სახელური არ ჰქონდა და არ იკეტებოდა, რაც ბავშვის მიერ ოთახის დატოვების შესაძლებლობას ქმნიდა.
  • კარადა, რომელიც გადმოვარდა, კედელზე საერთოდ არ იყო დამაგრებული, რაც უსაფრთხოების მძიმე დარღვევას წარმოადგენდა.
  • ბაღი ბაგა-ბაღს არ წარმოადგენდა, შესაბამისად, 3 წლამდე ბავშვი ჯგუფში არ უნდა ყოფილიყო ჩარიცხული.
  • აღმზრდელს ჯგუფში იმაზე მეტი ბავშვი ჰყავდა მიბარებული, ვიდრე დადგენილი სტანდარტი მოითხოვს. ჯგუფში 20 ბავშვი ირიცხებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტით ჯგუფში მაქსიმუმ 15 ბავშვია დაშვებული.

ამ ფაქტორების ერთობლიობით სასამართლომ დაადგინა, რომ აღმზრდელის გათავისუფლება უსაფუძვლოდ მოხდა; აღმზრდელი, რომელსაც თითქმის 40 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს, სამსახურში უნდა აღდგეს და მთელი განაცდური უნდა აუნაზღაურდეს,“ - წერს ადგილობრივი მედია.

ქარელის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა "ქართლის ამბებს“ განუცხადა, რომ აღმზრდელი სამსახურში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან დაბრუნდება. ამ დროისათვის მის პოზიციაზე დასაქმებულ სხვა თანამშრომელს ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული.