პოპ პრინცესა, ბრიტნი სპირსი კვლავ იპყრობს საზოგადოების ყურადღებას. ამჯერად ბრიტნიმ მდიდრულ იახტაზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია საზოგადოებისთვის უცნობმა მამაკაცმა, რომელიც სურათებში ბრიტნისთან ერთად არის.

როგორც დასავლური ტაბლოიდები წერენ, ჯერჯერობით მედიისთვის უცნობია, თუ ვინ არის ეს მამაკაცი, თუმცა ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, მომღერალთან მას საკმაოდ ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს.


სხვაგან წყვილი ასევე ერთად ,ზღვაში რეზინის მწვანე ტივზე არიან გაწოლილები.

სოციალურ ქსელებში ეს ფოტოები ახალი ჭორების საბაბი გახდა.
ბრიტნის ფანების აზრით, მომღერალი კვლავ შეყვარებულია.