ავტორი:

შაკირა ვაჟებთან ერთად სცენაზე - ამაღელვებელი კადრები და დედისა და შვილების სიმღერა (ვიდეო)

შაკირა ვაჟებთან ერთად სცენაზე - ამაღელვებელი კადრები და დედისა და შვილების სიმღერა (ვიდეო)

კოლუმბიელმა ვარსკვლავმა, შაკირამ მასშტაბურ კონცერტზე შვილებთან - მილანთან და საშასთან ერთად იმღერა. ამაღელვებელი კადრები მომღერალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ვიდეო ვირუსულად მოედო ინტერნეტ სივრცეს.

შაკირამ და მისმა ვაჟებმა სიმღერა Acróstico შეასრულეს.

დედას და შვილებს ერთი ფერის სამოსი ეცვათ. სცენაზე ბავშვების გამოჩენას აპლოდისმენტები მოჰყვა.

  • სიმღერის დასრულების შემდეგ, მილანმა დედას ლოყაზე აკოცა, ხოლო საშა მაყურებელს მიესალმა.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/b-dBx87v44E?si=bc2oM7HH9uj9K4Jt" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

მომღერალს ბიჭები ყოფილი პარტნიორისგან, პროფესიონალი ფეხბურთელის, ჟერარ პიკესგან ჰყავს, წყვილი ერთმანეთს 2022 წლის ივნისში დაშორდა.

ეს შესრულება შაკირას Las Mujeres Ya No Lloran ტურნეს ნაწილი იყო, რომელიც უკვე იქცა მომღერლის მიერ განხორციელებულ ყველაზე მაღალშემოსავლიან ლათინურ ტურნედ.

წყარო