ავტორი:

სიკვდილთან თამაში - "სქაიდაივერი" ნახტომს ასრულებდა, როდესაც პარაშუტი თვითმფრინავის ფრთას გამოედო: დრამატული კადრები

სიკვდილთან თამაში -  "სქაიდაივერი" ნახტომს ასრულებდა, როდესაც პარაშუტი თვითმფრინავის ფრთას გამოედო: დრამატული კადრები

მედიაში ვრცელდება კადრები, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ ნახავთ - ვიდეოში ჩანს, როგორ ხტება "სქაიდაივერი" თვითმფრინავიდან, თუმცა ნახტომის შესრულების დროს პარაშუტი თვითმფრინავის ფრთას შემოეხვევა.

  • შესაბამისად, "სქაიდაივერის" სიცოცხლე რისკის ქვეშ დადგა.

შემთხვევა ავსტრალიაში, კვინსლენდში მოხდა. ტალის აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავის ბორტზე პილოტი და 17 "სქაიდაივერი" იმყოფებოდა.

  • ავსტრალიის ტრანსპორტის უსაფრთხოების ბიუროს (ATSB) მიერ გამოქვეყნებულ დრამატულ კადრებში ჩანს, როგორ გადადის ადამიანი თვითმფრინავის კართან და ნახტომის შესასრულებლად საჭირო პოზას იღებს.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/UI85eaGGIsU?si=cVwya_pMnfjhJFzr" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

რამდენიმე წამში, მისი სათადარიგო პარაშუტი თვითმფრინავის ფრთის დეტალს გამოედო.

  • ჰაერის ნაკადმა პარაშუტი თვითმფრინავის კუდისკენ წაიღო და თან "სქაიდაივერიც" გაიყოლა. ფრთასთან მძიმე შეჯახების გამო ადამიანს ფეხები დაუზიანდა და ჰაერში დაკიდებული დარჩა.

როგორც ავსტრალიური მედია წერს, პილოტი თავდაპირველად ვერ მიხვდა, რა მოხდა, თუმცა მალევე იგრძნო, რომ აპარატი მართვას ძნელად ემორჩილებოდა და ძრავებს სიმძლავრე მოუმატა, რამაც თვითმფრინავის ფრთაზე ჩამოკიდებული "სქაიდაივერის" მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.

საბედნიეროდ, გამოცდილი სქაიდაივერი, რომელსაც 2000-ზე მეტი ნახტომი აქვს შესრულებული, არ დაიბნა. ერთ წუთზე ნაკლებ დროში, სპეციალური დანის წყალობით სათადარიგო პარაშუტის 11 თასმა გადაჭრა და თავი გაითავისუფლა.

ცოტა ხანში მან უკვე ძირითადი პარაშუტი გახსნა და მიწაზე დაეშვა. აეროპორტში ასევე მშვიდობიანად დაბრუნდა თვითმფრინავიც.

წყარო