გამოცემა Time-მა წლის ადამიანებად "ხელოვნური ინტელექტის არქიტექტორები" დაასახელა.
“ეს იყო წელი, როდესაც შემოქმედებითმა ინტელექტმა თავისი პოტენციალი მთელი ძალით წარმოაჩინა და უკან დასახევი გზა აღარ დარჩა მოაზროვნე მანქანების ეპოქის შექმნის, კაცობრიობის გაოცებისა და შეშფოთებისთვის, აწმყოს ტრანსფორმაციისა და მომავალი, შესაძლო სირთულეების გადალახვისთვის, ხელოვნური ინტელექტის არქიტექტორები TIME-ის 2025 წლის წლის ადამიანები არიან“, - ნათქვამია სოციალურ ქსელში ჟურნალის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ჟურნალის ყდაზე, რომელიც 1930-იანი წლების ცნობილ ფოტოს "Lunch Atop a Skyscraper“-ს მოგვაგონებს, ტექნოლოგიების ლიდერი სიმაღლეზე განთავსებულ ბოძზე არიან ჩამომსხდარნი/ მათ შორისაა: Meta - ს დირექტორი მარკ ცუკერბერგი, AMD - ის დირექტორი ლიზა სუ, Tesla - ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, Nvidia - ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი, OpenAI - ის დირექტორი სემ ალტმანი, Google DeepMind - ის ხელმძღვანელი დემის ჰასაბისი, Anthropic - ის აღმასრულებელი დირექტორი დარიო ამოდეი და AI-ის პიონერი ფეი-ფეი ლი, რომელმაც გასულ წელს საკუთარი სტარტაპი “World Labs“ წამოიწყო.

Time-ის კიდევ ერთ ყდაზე კომპიუტერული კომპონენტების სტილში გაფორმებული სამშენებლო ხარაჩოები გიგანტური AI წარწერას ქმნიან.