ორი დღის წინ შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი.
მსახიობი ენდი ძიძავა სოციალურ ქსელში წერს, რომ დათუნა სულიკაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა
"აი, ვზივარ და ვფიქრობ გამოვაქვეყნო თუ არა დათუნა სულიკაშვილის ჩემთან მიმოწერა, მაგრამ უფლებას ვერ ვაძლევ საკუთარ თავს მისი თანხმობის გარეშე გამოვფინო აქ წერილები, რომლებიც ძიებასაც კი გამოადგება მისი ნარკოგამსაღებლის უდანაშაულობის მტკიცების ნაწილში... ალბათ ჩემნაირად რამდენი ფიქრობს... რა რეალიზატორი? ვინ დაიჯერებს ამას დათუნაზე?!.. ავად რომ იყო ეს მთელმა თბილისმა იცოდა.
პ.ს. ვინც მიცნობთ, წესით ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ ნარკოდანაშაულისადმი ჩემს დამოკიდებულებაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia მე მზად ვარ წარგიდგინოთ მიმოწერა. ამ მიმოწერით ( და ასეთი მიმოწერები მრავლად მოიძებნება დათუნას სამეგობროში) ნათელი გახდება ის, რომ დათუნა და ნარკორეალიზაცია ერთად ერთი დიდი აბსურდია. ბოლო წერილი გუშინწინ მოწერილია, რომელზედაც უბრალოდ აღარ ვუპასუხე" - წერს ენდი ძიძავა.
გამოძიება დათუნა სულიკაშვილი ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს.