თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-11 სკოლის მიმდებარედ, წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია ქვეითად მოსიარულე, 35 წლის ცისმარი მრელაშვილი. ავტომობილი მას მაშინ დაეჯახა, როცა გზის გადაჭრას ცდილობდა. როგორც ცნობილი ხდება, ამ ტრაგედიას გარდაცვლილის დედაც შეესწრო, სავარაუდოდ, ამ დროს ისინი სახლში ერთად ბრუნდებოდნენ.
ცხედარს ექსპეტრიზა ჩაუტარდება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 276- ე მუხლით, დაკავებულია ერთი პირი.
"ორი მანქანა დაეჯახა ორ ქვეითს, აივანზე ვიყავი, როგორ და რანაირად ვერ გავიგე, ისე უცებ მოხდა ყველაფერი. მერე რაც იყო, ის საშინელება თვალებიდან არ ამომდის... დედა-შვილს ამ ტერიტორიაზე მანამდეც ვხედავდი, როგორც თქვეს, იქვე ახლოს ცხოვრობდნენ...", - წერს ერთ-ერთი თვითმხილველი სოციალურ ქსელში.
ძალიან განიცდიან მომხდარს ის ადამიანები, ვინც დედა-შვილს იცნობდა. როგორც ირკვევა, ისინი ქუჩაში იდგნენ და მოწყალებას ითხოვდნენ. ნაქირავებ ბინამდე სულ ცოტა მანძილი ჰქონდათ დარჩენილი, როცა ეს მძიმე ავარია მოხდა.
"ძალიან განვიცდი ცისმარის დაღუპვას. კეთილი და ჰუმანური ადამიანი იყო. ორივე დედა-შვილს ვიცნობდი. დედა, ლალი მრელაშვილი, როგორც მითხრეს, რეანიმაციაშია. შემთხვევით გავიგე გუშინ საღამოს ეს საშინელი ამბავი და ძალიან განვიცადე. ვერასდროს წარმოვიდგენდი ამ საშინელებას, უსაყვარლესი ადამიანი იყო ცისმარი....განაგრძეთ კითხვა