იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, - ინფორმაციას BBC-ი იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.


იაპონიის საგანგებო სიტუაციების გამაფრთხილებელი აპლიკაციის, NERV-ის მონაცემებით, აომორის პრეფექტურის ქალაქ მუცუში 6 000-მდე ადამიანისთვის ევაკუაციის შეტყობინებები გაიცა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ამავე რეგიონში 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.