ავტორი:

"თუ ყველა გააგრძელებს ამ თამაშების თამაშს, ისინი მესამე მსოფლიო ომში აღმოჩნდებიან" - დონალდ ტრამპის განცხადება რუსეთ-უკრაინის ომზე და მოლაპარაკებებზე

"თუ ყველა გააგრძელებს ამ თამაშების თამაშს, ისინი მესამე მსოფლიო ომში აღმოჩნდებიან" - დონალდ ტრამპის განცხადება რუსეთ-უკრაინის ომზე და მოლაპარაკებებზე

დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ახლოს იყო შეთანხმების მიღწევასთან როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან.

  • "ვფიქრობდი, ძალიან ახლოს ვიყავით რუსეთთან შეთანხმების მიღწევასთან. ძალიან ახლოს ვიყავით უკრაინასთან შეთანხმების მიღწევასთან. სინამდვილეში, პრეზიდენტ ზელენსკის გამოკლებით, მის ხალხს ძალიან მოეწონა შეთანხმების კონცეფცია“, - აღნიშნა ტრამპმა.

მან ასევე დაადასტურა, რომ შაბათს, 13 დეკემბერს, ევროპაში შეხვედრა იგეგმება:

"მივალთ, თუ რეალური შანსი იქნება. არ გვინდა დროის დაკარგვა. გვინდა, რომ ეს საკითხი მოგვარდეს, რათა ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ასეთმა ომებმა შეიძლება გლობალური ესკალაცია გამოიწვიოს.

"ეს ყველაფერი დიდი მსოფლიო ომებით მთავრდება. თუ ყველა გააგრძელებს ამ თამაშების თამაშს, ისინი მესამე მსოფლიო ომში აღმოჩნდებიან. და ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებით დაეხმარება.

  • გარდა ამისა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ეთრი კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა. რომ ტრამპი უკიდურესად იმედგაცრუებულია რუსეთ-უკრაინის ომის ორივე მხარით.

“შეერთებული შტატები და ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად ჩართულნი არიან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებში. პრეზიდენტს გუშინ სატელეფონო საუბარი ჰქონდა ევროპელებთან, მისი სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი და მისი გუნდი აგრძელებენ ორივე მხარესთან საუბარს, ახლაც კი, როდესაც ვსაუბრობთ. თუ იქნება სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის რეალური შანსი, თუ ვიგრძნობით, რომ ამ შაბათ-კვირას ამ შეხვედრებს მნიშვნელობა ექნება, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენელი დაესწროს, მაშინ გავაგზავნით წარმომადგენელს.

ჯერ კიდევ გაურკვეველია შეიძლება თუ არა რეალური მშვიდობის მიღწევა, რათა წინ წავიწიოთ.პრეზიდენტი უკიდურესად იმედგაცრუებულია ამ ომის ორივე მხარით. ის დაღლილია შეხვედრებით, რომლებიც შეხვედრებისთვის იმართება. მას აღარ სურს მეტი საუბარი, მას ქმედება სურს, მას ომის დასრულება სურს", - განაცხადა ლევიტმა.