იცით, რა ხდება თქვენს ორგანიზმში, როდესაც რეგულარულად სარგებლობთ საუნით?

იცით, რა ხდება თქვენს ორგანიზმში, როდესაც რეგულარულად სარგებლობთ საუნით?

საუნის ისტორია უძველესი დროიდან მოდის, თუმცა იმ ფორმით, როგორითაც დღეს არის წარმოდგენილი, ფინეთში შეიქმნა და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ფინელები საუნას წამალსაც კი უწოდებენ, რადგან ის ძალიან კარგად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. მათთვის საუნით სარგებლობის მთავარი წესია, რომ სივრცეში სიმშვიდე და სიწყნარე უნდა დაიცვან.

ფინეთში, როგორც თანამედროვე საუნის სამშობლოში, მისი მწარმოებელი არაერთი კომპანიაა. თუმცა მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავია კომპანია „ჰარვიას“, რომელიც 1950 წელს მცირე ოჯახურ საქმიანობად შეიქმნა და დღემდე განვითარების უდიდესი გზა გაიარა. „ჰარვია“ ქმნის საუნის აღჭურვილობას, კაბინებსა და აქსესუარებს. მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ფინური ბრენდი საქართველოშიც ოფიციალურად წარმოდგენილია. მისი პარტნირია „აკვალიანი“, რომელიც ასევე წლებია საქართველოში ხარისხის სტანდარტებს ქმნის.

თუ ფიქრობთ, რომ საუნა მხოლოდ სარელაქსაციო საშუალებაა, ცდებით. გაეცანით, როგორ მოქმედებს საუნა ადამიანის ორგანიზმზე:

საუნის რეგულარული გამოყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. აღნიშნულის შესახებ კვლევის შედეგები ჟურნალმა JAMA Internal Medicine-მა გამოაქვეყნა. მეცნიერთა ჯგუფი 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდა ფინელ მამაკაცებს და დაასკვნა, რომ საუნის რეგულარული გამოყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკს ამცირებს. მაღალი ტემპერატურა სისხლძარღვებს აფართოებს, რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს გულის დატვირთვას. ეს პროცესი ზომიერ ფიზიკურ ვარჯიშს ჰგავს. სწორედ ამიტომ საუნა განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიზიკურ აქტივობას ვერ ახერხებენ. ისინი საუნის საშუალებით ვარჯიშის მსგავს შედეგს ფიზიკური დატვირთვის გარეშე იღებენ. გაუმჯობესებული სისხლის მიმოქცევა ასევე ხელს უწყობს ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების უკეთეს მიწოდებას.

სპორტსმენები საუნას ხშირად იყენებენ სწრაფი აღდგენისათვის. მაღალი ტემპერატურა კუნთებში სისხლის მიმოქცევის პროცესს აჩქარებს, უმჯობესდება ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდება, უფრო სწრაფად ხდება ლაქტატის მჟავის გამოდევნა. შედეგად კი კუნთების აღდგენის პროცესი ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს. ის ასევე ამცირებს ტკივილსა და დაჭიმულობას ვარჯიშის შემდეგ. ეს კი კუნთის დაზიანების პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია.

საუნა სასუნთქი სისტემის ფუნქციონირებას აუმჯობესებს. ჟურნალ Respiratory Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საუნის რეგულარული გამოყენება ამცირებს პნევმონიის განვითარების რისკს. მიიჩნევა, რომ საუნის სითბო აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას, ამცირებს ხველას და ასევე, ხელს უშლის მავნე ბაქტერიების დაგროვებას.

საუნა ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. მისი მშვიდი გარემო ადამიანს სტრესის მოხსნაში ეხმარება. ქრონიკული სტრესი კი ასუსტებს იმუნურ სისტემას და ზრდის ორგანიზმის მგრძნობელობას სხვადასხვა დაავადების მიმართ. ამავდროულად, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა იმუნურ სისტემას ავარჯიშებს. შედეგად ორგანიზმი უფრო ადვილად უმკლავდება ავადმყოფობას.

საუნის რეგულარული გამოყენება ბუნებრივად ამცირებს ტკივილს, სითბო ამშვიდებს სხეულს და ხსნის დისკომფორტს. ის განსაკუთრებით სასარგებლოა სახსრების ტკივილის დროს, რადგან სითბო სახსრების მოქნილობას ზრდის და მოძრაობას ამარტივებს.

ძილის ხარისხის გაუმჯობესება საუნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარგებელია. მისი დამამშვიდებელი ეფექტი ხელს უწყობს სწრაფად ჩაძინებას და ძილის საერთო ხარისხის გაუმჯობესებას. კვლევების მიხედვით, საუნის გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ღრმა ძილი პირველი ორი საათის განმავლობაში 70%-ზე მეტით და პირველი ექვსი საათის განმავლობაში - დაახლოებით 45%-ით.

კვლევების მიხედვით, საუნის რეგულარული გამოყენება ამცირებს დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომებს. ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

საუნა საკმაოდ პოპულარულია საქართველოშიც. კომპანია „აკვალაინი“ კი გთავაზობთ საუნების პროექტირება&მოწყობას, მოსაპირკეთებელ მასალებს, პრემიუმ ხარისხის ღუმელებსა და ვულკანურ ქვებს, თანამედროვე მართვის პანელებს, საუნის აქსესუარებსა და 50-მდე სახეობის ნატურალურ არომა-ზეთებს.

R