ავტორი:

"საშინელი სუნი იდგა, ყველაფერი დაზიანებული მხვდებოდა... აქედან ვეღარ გაგვყავს" - კალიფორნიელმა კაცმა აღმოაჩინა, რომ მისი სახლის სარდაფში დათვი ცხოვრობს

"საშინელი სუნი იდგა, ყველაფერი დაზიანებული მხვდებოდა... აქედან ვეღარ გაგვყავს" - კალიფორნიელმა კაცმა აღმოაჩინა, რომ მისი სახლის სარდაფში დათვი ცხოვრობს

წარმოიდგინეთ, ერთ დღესაც აღმოაჩინოთ, რომ თქვენი სახლის სარდაფში 225-კილოგრამიანი დათვი ცხოვრობს.

  • სწორედ ასეთი რამ შეემთხვა კალიფორნიელ მამაკაცს, კეტ ჯონსონს - დღეების განმავლობაში ის უცნაურ სუნს გრძნობდა, ღამით უჩვეულო ხმაური ესმოდა, დილით კი სახლის გარშემო ნივთები დაზიანებული ხვდებოდა.

ამის შემდეგ, კაცმა ვიდეოთვალი დაამონტაჟა და ასე გაირკვა, რომ ყოველ ღამით მის სარდაფში დაუპატიჟებელი სტუმარი, დათვი დადიოდა.

სახლის მეპატრონის დღეები სრულად შეიცვალა. ღამით შიში იპყრობდა. "ვფიქრობდი, ჩემი საწოლის ქვეშ ხომ არ არის? ამის გამო ვერ ვიძინებდი, ის მუდმივად ხმაურობდა და რაღაცას აფუჭებდა", - ამბობს ჯონსონი მედიასთან.

კალიფორნიის თევზისა და ველური ბუნების დეპარტამენტი ცდილობს ჯონსონს დაეხმაროს ცხოველის გაყვანაში სპეციალური ხაფანგით, რომელიც სავსეა შემწვარი ქათმით, ვაშლით, ფორთოხლით, კრევეტებით, სარდინებით და არაქისის კარაქით.

"ისინი ძალიან ეფექტურია“, - ამბობს კალიფორნიის თევზისა და ველური ბუნების წარმომადგენელი კორტ კლოპინგი, თუმცა დასძენს, რომ დათვს სარდაფის დატოვება არ სურს და ხაფანგით არ ტყუვდება.

დათვის გამოჩენის შემდეგ ჯონსონების ოჯახის ცხოვრება სრულად შეიცვალა.

სახლი ყოველ დღე მედიის წარმომადგენლებით, ფოტოგრაფებით და უბრალოდ დაინტერესებული პირებითაა სავსე. ჯონსონი კი ამბობს, რომ მას უბრალოდ მშვიდი ცხოვრების დაბრუნება სურს.